თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

428930
თურქული პრესა

მიმოხილვას გაზეთ „სტარ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლიმ ორ კვირაში ხუთჯერ გამართა შეხვედრა თავის ამერიკელ კოლეგასთან ჯონ კერისთან.

შეშფოთება გამოთქვა ბარაკ ობამას სპეციალური წარმომადგენლის მაკურკის, ტერ-ორგანიზაცია YPG-სთან შეხვედრაზე და ტერ-ორგანიზაცია PKK-ში დაფიქსირებულ ამერიკულ იარაღებთან დაკავშირებით.

აღნიშნა, რომ საჭიროა ამერიკამ შეასრულოს თანა კომპანიონობის მოთხოვნები.

გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ აღორძინება განვითარების პარტიის ადამიანის უფლებათა პასუხისმგებელმა გენერალურმა თავჯდომარის მოადგილემ აიჰან სეფერ უსტუნმა, მიმართა ნობელის კომიტეტს, რათა, ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენილ იქნეს ქალაქი ქილისი, რომელმაც თავისი მოსახლეობის რაოდენობის ლტოლვილებს გაუწია თავშესაფრობა. ისიც დაამატა, რომ 2011 წელს, სირიაში შიდა ომის დაწყებიდან მოყოლებუილი, ამ საკითხში, თურქეთის სამაგალითო ქალაქად ითვლება ქილისი, რომელიც სირიის მოსაზღვრეს წარმოადგენს. მან მასპინძლობა გაუწია 129.120 სირიელს.

გაზეთი „იენი შაფაკ“-ი აღნიშნავს, რომ სირიის ქალაქ ჰალეპში, მაშინ, როცა, რეჟიმის ძალები რუსეთის და ირანის მხარდაჭერით განაგრძობენ სამოქალაქოების მოკვლას და ამაზე ყურს იყრუებს აშშ-ი და ევროპა, 100 ათასზე მეტი ადამიანი კიდევ მიაწყდა თურქეთის საზღვრებს. თურქეთში ლტოლვილთა რაოდენობამ სამ მილიონს მიაღწია. ამან კვლავ დღის წესრიგში ჩააყენა ევროპაში შესასვლელი კარის გახსნა.

ინფორმაციით, დაიწყო ბანაკებსა და ქალაქებში მცხოვრები დევნილების საემიგრაციო მზადება. სულ ცოტა, ორ მილიონამდე დევნილს იმედი აღარა აქვს 28 თებერვალს დაწყებული ჟენევის შეხვედრის და როგორც კი დათბება, ევროპის გზას დაადგებიან.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, ლტოლვილთა მიგრაციაში ბრალი ედება ევროპას. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს, აშშ-ის ადამიანის უფლებათა საქმეში, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის 'Freedom House'-ს თავჯდომარის მარკ ლაგონის სიტყვებზე. მისი ცნობით, ევროკავშირმა, ლტოლვილთა მიგრაციის საკითხში, ეგოისტური პირობა მისცა თურქეთს, რომელსაც არ ასრულებს. აშშ-მა და ევროკავშირის ხელისუფლებამ, როგორც ლტოლვილთა საკითხში, ისე ესადის რეჟიმის სირიაში წარმართული გენოციდისთვის პასუხის გაცემაში, ვერ მოახდინეს ლიდერობა.

სირიაში, დასავლეთის შეცდომების გამო განხორციელდა ლტოლვილთა მიგრაცია. ლაგონის განცხადებით, მეტად ეგოისტური მიდგომით ცდილობს ევროკავშირი საკითხის გადაწყვეტას. დასავლეთი, თურქეთს, DEAŞ-თან ბრძოლის სანაცვლოდ ჰპირდება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დებატების გამოცოცხლებას.

მისი აზრით, ეს არის ლტოლვილთა შეჩერების სანაცვლოდ, თურქეთის დაჯილდოების მსგავსი ეგოისტური მიდგომა.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ უკანასკნელ ეტაპში შავი ზღვის რეგიონებისადმი დიდმა დაინტერესებამ, გაზარდა რეგიონის ტურიზმის სფერო. პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის თავჯდომარეობით, სპეციალური სამოქმედო გეგმა შემუშავდა შავი ზღვის რეგიონისთვის. ტურისტების მასპინძლობისთვის საცხოვრებლების, იალაღების და სხვა ალტერნატივების მოიძიება ხდება ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად. მოხდება საკრუიზო ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურის მომზადება და გაფართოვდება. რეგიონში ტურისტების მიმყვანი ოპერატორების რეკლამის დანახარჯის ნახევარი ანაზღაურდება.



მსგავსი ინფორმაციები