თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

427657
თურქული პრესა

გაზეთ "ვათან"-ის ცნობით, პრემიერმა აჰმედ დავუთოღლიმ, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ჩატარებულ სირიის დონორთა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ სირიის ქალაქ ჰალეპში, რუსული საჰაერო ძალების მხარდაჭერით და სირიის არმიის წინსვლით, მრავალმა ადამიანმა მიატოვა ბანაკები და თურქეთის საზღვრებს მიაწყდა.

ჰალეპის ბანაკებიდან 60-70 ათასი ადამიანი გაემართა ქილისისკენ. დაამატა, რომ სირიის არმიის ბრძოლები, შეფერხებას უქმნის ჟენევაში დაწყებულ და ამჟამად შეჩერებულ სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

გაზეთ „ჰურრიეთ“-ის ცნობით, სამრეწველო ქალაქი ქოჯაელი სატრანსპორტო ბაზა ხდება.

ქოჯაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მურად ოზდაღის ცნობით, ამჟამად ქოჯაელიში არის 35 პორტი, 4 სარკინიგზო და ერთი ჩქაროსნული მაგისტრალი. ჩრდილოეთ მარმარილოს, დასავლეთ შავი ზღვის გზატკეცილების, ბოსფორის გადასასვლელის და გებზე-ორჰანგაზის მაგისტრალის პროექტებით, რეგიონი სატრანსპორტო ბაზად გადაიქცევა.

ამ სატრანსპორტო ქსელების ინტეგრაციით, ქართეფეს რეგიონში შემავალი ქოსექოუ გახდება თურქეთის ყველაზე დიდი ლოგისტიკური ცენტრი. ტვირთზიდვის მოცულობა 600 ათასი ტონიდან გაიზრდება მილიონ ნახევარ ტონამდე. თურქეთის მთლიანი ექსპორტის 12,64-ი მოდის ქოჯაელზე-თქვა მან.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებზე. აღნიშნავს, რომ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქმეში ჩაერია სამოქალაქო დიპლომატია.

ისრაელის მთავრობამ, 2014 წელში მომხდარი დაბომბვის შემდეგ, ღაზის კარი პირველად გაუღო თურქ მეწარმეებს, რომლებიც მოახდენენ რეგიონის აღმშენებლობას. TEPAV-მა, რომელიც მთავრობისთვის ახდენს პოლიტიკური წინადადებების განვითარებას და ზოგიერთ რეგიონებში პროექტების წარმართვას, ღაზისთვის წარადგინა 5 მილიარდი დოლარის პროექტი.

მაშინ, როცა თურქეთის საპალატო და საბირჟო გაერთიანების თავჯდომარეობით, ხალხმრავალი ბიზნესმენთა დელეგაციის ღაზაში შესვლა სპეციალური ნებართვით იქნა უზრუნველყოფილი, თურქული პროდუქციისთვის დაწესებულ ემბარგოში შერბილების სიგნალი გაისმა.

უკანასკნელ ეტაპში, თურქული ტურიზმის წარმატებაში სათანადო წვლილის მქონე არაბი ტურისტების დაინტერესებამ, გამოაცოცხლა უძრავი ქონების სექტორიც.

სტამბოლის ჩათვლით ბურსასა და შავიზღვისპირეთის რეგიონში, არაბი ტურისტებისთვის საცხოვრებელი სახლების გაყიდვაში, მოსალოდნელია 50 %-იანი მატება.

2015 წელში არაბებზე გაიყიდა ათი ათას 863 უძრავი ქონება.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ი წერს, რომ, თურქული საპატენტო ინსტიტუტის მონაცემებით, 2015 წელში გამოგონების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 13 %-ით გაიზარდა. 5.512 პატენტის განაცხადის ნახევარი სტამბოლზე მოდის.



მსგავსი ინფორმაციები