თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 154/2015

3-5 დეკემბერს მარმარას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერების მიერ მომზადებული სტამბოლის უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა. მრავალი ქვეყნიდან ჩასულმა მეცნიერმა „70-ე წლისთავზე გაერო და გლობალური მართვის“ თემის ფარგლებში უსაფრთხოების

405600
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 154/2015

3-5 დეკემბერს მარმარას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერების მიერ მომზადებული სტამბოლის უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა. მრავალი ქვეყნიდან ჩასულმა მეცნიერმა „70-ე წლისთავზე გაერო და გლობალური მართვის“ თემის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. წინა პლანზე წამოიწია სამმა თემამ.
პირველი, გაეროს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარებაში, პერფორმანსი და პრობლემები. ცივი ომის პერიოდში შექმნილი გაერო დღესდღეობით მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის უკვე არასაკმარისია და აუცილებელია მისი რეფორმირება.
მეორე, გლობალიზაციის შედეგად წარმოქმნილი გლობალური პრობლემების მიზეზები, მმართველობის მექანიზმები და პროცესები. სახელმწიფოების საზღვრებს მიღმა და კონტროლს გარეთ აღმოჩენილი პრობლემების მოგვარებისათვის განსხვავებული მიდგომები. მაგალითად, ადამიანური ჩარევების, მიგრანტების, გლობალური ეკონომიკის და ფინანსების, გლობალური დათბობისა და მსგავსი საკითხების დიდი ოცეულის მსგავსი ორგანიზაციების ფარგლებში განხილვამ შესაძლოა უფრო ეფექტური შედეგები გამოიღოს.
მესამე, უსაფრთხოების პრობლემების შექმნაში, მოგვარებაში ან მოუგვარებლობაში სახელმწიფოების პოლიტიკა და როლი. აქ ყველზე მნიშვნელოვანი საკითხი უპირველეს ყოვლისა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის, თუმცა ყველა სახელმწიფოს მსოფლიოს უსაფრთხოების და მშვიდობის დამყარების საკითხში არა საკმარისობაა, ამ ფარგლებში გლობალური პრობლემების გაეროს გარე არასახელმწიფოებრივ „არაფორმალურ“ ფორუმებსა და კონფერენციებზე მოგვარების მცდელობა. ამ პლატფორმებზე კი თურქეთის, ინდოეთის, ბრაზილიის და მსგავსი განვითარებადი ძალების როლი კი უკვე აუცილებელი გახდა.
ამ თემაზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

მსოფლიო უსაფრთხოების პრობლემების და საკითხების ერთ კონფერენციაზე სრულად განხილვა ძალიან რთულია. არც ამგვარი მასშტაბური და სერიული საკითხების ყველას დამაკმაყოფილებელი მოსაზრება და თეორია არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის შესახებ ათობით მოსაზრება, თეორია და იდეა არსებობს. მეცნიერებსა და სპეციალისტებს უსაფრთხოების პრობლემების წყაროსა და მოგვარების საკითხზე საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
უსაფრთხოების მცნების ყველაზე მარტივი განმარტება ასეთია „საფრთხის წინააღმდეგ უსაფრთხოების გრძნობისა და პირობების ფლობა“. თუმცა ძალზე განსხვავებული მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე ვის ან რას ექნება ეს გრძნობა და პირობები. რეალისტი სახელმწიფოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას ანიჭებს მნიშვნელობას, ლიბერალი ადამიანებისა უსაფრთხოებას, გლობალისტები კი მთლიანად კაცობრიობის უსაფრთხოებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
სინამდვილეში, პრობლემა უსაფრთხოების წყაროებს ეყრდნობა.
ესე იგი, საფრთხის ადრესატი ვინც არ უნდა იყოს, უნდა გაირკვეს რა არის უსაფრთხოებისთვის საშიშროების შემქმნელი წყარო, როგორ საშიშროებას განიცდიან სახელმწიფოები, ადამიანები ან გლობალური საზოგადოება, როგორი პრობლემების შედეგად განიცდიან მუქარას და საფრთხეს. საფრთხის პრობლემის ძირითადი წყარო ადამიანები, სახელმწიფოები თუ კაცობრიობის მომცველი გლობალური სისტემაა?
უსაფრთხოების პრობლემას საფუძვლად უდევს ადამიანის მოთხოვნილებები და სურვილებით გამოწვეული კონკურენცია. ეკონომიკური, სოციალური, რელიგიური, ისტორიული და სხვა მოთხოვნილებების პირობებში მცხოვრები ადამიანები იბრძვიან, იმისათვის, რათა უფრო გააუმჯობესონ და მაღალ დონეზე აიყვანონ თავიანთი ცხოვრება. ეს კი, ძალადობის, აგრესიის, სახიფათო ქცევის გამომწვევ პრობლემებს ბადებს.
ეს ბრძოლა ადამიანებს შორის ურთიერთობებს სცილდება და როცა სახელმწიფოთა შორის ბრძოლაში გადაიზრდება, იწვევს საერთაშორისო დაუცველობას, საშიშროებას. სახელმწიფოები პოლიტიკური სიძლიერის და გამორჩენის გაზრდის მიზნით სხვა ქვეყნების მიმართ თავ დამსხმელ, აგრესიულ პოზიციაზე გადადიან. ცდილობენ სხვა ქვეყნების რესურსების და ტერიტორიების მიტაცებას. სწორედ მსგავსი პრობლემებით არის გამოწვეული საერთაშორისო ურთიერთობებში პრობლემები და გაუგებრობები.
ასეა გამოწვეული ზოგიერთი უსაფრთხოების პრობლემები. ამის მაგალითია გლობალური თბობა, ეპიდემიები, გარემოს დაბინძურება, სოციალურ-მორალური პრობლემები. უკანასკნელ ეტაპში მზარდი გლობალური უსაფრთხოების პრობლემები საშიშროებას უქმნის არა მხოლოდ ინდივიდებს, ერთ ჯგუფ ადამიანებს, ერს ან კიდევ სახელმწიფოებს, არამედ მთელ სამყაროს და კაცობრიობას.
ყოველი უსაფრთხოების კონფლიქტის მიზანია საფრთხის თავიდან აცილება. ამის შესახებ არსებობს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, თეორია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათი გამოყენებით მაინც ვერ მოხერხდება პრობლემის საბოლოოდ მოგვარება.
ამ პრობლემების შესახებ უამრავი თეორიების და სიტყვების ნაცვლად, შეიძლება მოკლე და ლაკონური რჩევა, რომ საჭიროა ამ მიზნით ერის და რიგი ფილოსოფოსების, ადამიანების კარგად გამოზრდის შესახებ გამოთქმული სიტყვებისთვის მიყურადება. მაგალითად ისლამის სარწმუნოებით მუსლიმანია ერისგან, ენისგან უსაფრთხოდ დაცული ადამიანი. ამ მესიჯში მინიშნებულია, რომ ეგოიზმის რასიზმის, ავკაცობის, თავდამსხმელობის და საფრთხის ნაცვლად თუ გავრცელდება კეთილ სინდისიერობის, მორალის, სამართლიანობის, სოლიდარობის, მოკრძალების მსგავსი ღირებულებები, სამყარო უფრო უსაფრთხო გახდება.
ეს გახლდათ, ანალიტიკოსის მარმარისის უნივერსიტეტის პოლიტიკური და საერთაშორისო ურთიე-რთობის განყოფილების ლექტორის პროფ. რამაზან გოზენის შეფასება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები