12 სექტემბერი ისტორიაში

12 სექტემბერი ისტორიაში

378054
12 სექტემბერი ისტორიაში

12 სექტემბერი ისტორიაში

1914 წლის 12 სექტემბერს თულუათის თეატრის ცნობილი მსახიობებიდან აბდი ეფენდი გარდაიცვალა. ხელოვანი, რომლის სრული სახელიც აბდურეზაკ აბდი ეფენდი გახლდათ, სცენაზე პირველად აქსარაიში თეატრად გადაკეთებულ ყავახანაში გამოვიდა. ერთი პერიოდი იგი ამერიკულ თეატრშიც მუშაობდა. მან შექმნა თეატრალური დასი და სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე კომედიური მსახიობი გახდა. Mülazım-ı sani-ს წოდებით სასახლეში მიღებულმა აბდი ბეიმ სასახლის დატოვების შემდეგ კულტურული მოღვაწეობა მეორე კონსტიტუციურ პერიოდში თავისუფალი მუშაობით გაატარა.
1943 წლის 12 სექტემბერს ბენიტო მუსოლინი გერმანელმა პარაშუტისტებმა იხსნეს. მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის პრემიერი და ჰიტლერთან ერთად მსოფლიო ფაშიზმის ლიდერებიდან ბენიტო მუსოლინი 1943 წლის 12 სექტემბერს სასტუმრო Gran Sasso-დან, სადაც დაპატიმრებული იმყოფებოდა, გერმანელი პარაშუტისტების დახმარებით გაიტაცეს და ვენაში წაიყვანეს. 1943 წელში მოკავშირე ძალების მიერ სიცილიის აღების შემდეგ იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელეს ბრძანებით მუსოლინი თანამდებობიდან გადააყენეს და დააპატიმრეს. გერმანელების დახმარებით გატაცების შემდეგ მუსოლონი მის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებთან ერთად იბრძოდა და 1945 წლის აპრილში მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში გაქცევის მცდელობისას იტალიის წინააღმდეგობის წევრმა პარტიზანებმა მოკლეს.
1959 წლის 12 სექტემბერს საბჭოთა კავშირმა ლუნა-2-ის სახელწოდების კოსმოსური ხომალდი ბაიკონურის კოსმოსური სადგურიდან რაკეტა ვოსტოკით კოსმოსში გაუშვა. მეორე დღეს მთვარის ზედაპირზე სიჩუმის ზღვის დასავლეთით მდებარე არქიმედეს კრატერთან შეჯახებით ზედაპირზე დაშვებული ხომალდი მთვარეზე დასმული პირველი ადამიანის მიერ აგებული ობიექტი გახდა.
1980 წლის 12 სექტემბერს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხელისუფლება ხელში აიღეს. დემირელის მთავრობა ჩამოგდებული იქნა, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი კი დაშალეს. პროფკავშირებისა და ასოციაციების მუშაობა შეჩერდა და ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ყველა პოლიტიკური პარტია დაიშალა, ლიდერები სამხედრო ზონებში დააკავეს და მოგვიანებით გაასამართლეს. გადატრიალების მიზეზად ქვეყანაში პოლიტიკური მკვლელობები და დაუსრულებელი ქაოსი დასახელდა. 20 სექტემბერს ქენან ევრენმა საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ბულენთ ულუსუ პრემიერმინისტრად დანიშნა და 21 სექტემბერს ულუსუს მიერ წარდგენილი მინისტრთა სია უშიშროების საბჭომ დაამტკიცა. ქვეყნის მასშტაბით 13 საგანგებო სიტუაციის ზონაში 13 გენერალი მეთაურად იქნა დანიშნული


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები