6 სექტემბერი ისტორიაში

6 სექტემბერი

374973
6 სექტემბერი ისტორიაში


1566 წლის 6 სექტემბერს წუთისოფელს გამოეთხოვა ოსმანეთის იმპერიის ერთ ერთი უდიდესი სულთანი, ფადიშაჰი სულეიმანი, რომელსაც სამართლიანობის გამო დასავლეთში კანონიერს ეძახოდნენ. სწორედ მის პერიოდში გახდა ოსმანეთი იმ დროის ყველაზე უდიდესი ზესახელმწიფო, რომლის ტერიტორიები სამ კონტინენტზე, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში იყო გადაჭიმული და ეს სახელმწიფო 15 მილიონ კვ კმ-ზე მდებარეობდა. სულეიმანი უნგრეთის ქალაქ ზიგეტვარის ალყის დროს გარდაიცვალა და მისი ნეშტი სტამბოლში ჩამოასვენეს რა, სულეიმანიეს სახელობის მეჩეთის ეზოში ჩამარხული მეუღლის, ჰუურემის გვერდით დამარხეს. სულეიმანის სულთნობის დროს ხმელთაშუა ზღვა თურქულ ზღვად იყო გადაქცეული, რადგან მასზე კონტროლი მთლიანად ოსმანეთის ხელში იყო

 

1939 წლის 6 სექტემბერს ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებისათვის სავალდებულო გახდა ებრაელური ნიშნის, ყვითელი ვარსკვლავის ტარება, რასაც სხვანაირად დავითის ფარსაც ეძახიან. ნაცისტებმა ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების განადგურებისას ისინი სხვა ერებისგან გამოერჩიათ. მოკლედ, გერმანელებმა პოლონეთი დაიპყრეს თუ არა, ებრაელებს დავითის ნიშნის ტარება სავალდებულო გაუხადეს

 

2007 წლის 6 სექტემბერს გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი ტენორი, თანამედროვეობის ერთ ერთი უდიდესი ოპერის მომღერალი ლუჩიანო პავოროტტი. იგი პანკრეასის კიბოს შედეგად გარდაიცვალა. პირველი უდიდესი აღიარება მან 1961 წელს “Concorso Internazionale”ის სახელობის ჯილდოს აღებით მოიპოვა. პავოროტტი დიდი ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა და ბოსნიელების, გვატემალელების, კოსოვოელების, ერაყელების დახმარების მიზნით ხშირად აწყობდა საქველმოქმედო კონცერტებს. მანვე ბოსნიის ომის დასრულების შემდეგ აქ მუსიკალური ცენტრი გახსნა, რის სამადლობელოდ 2006 წელს მას ბოსნიის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. თურქეთში პირველი კონცერტი მან 1963 წელს ანკარის ოპერისა და ბალეტის თეატრში როგორც სტაჟიორმა ჩაატარა, თუმცა იგი დაიწუნეს და უკან დააბრუნეს. “მე იმ წლებში მართლაც არ ვიყავი სათანადო დონეზე“, ასე იგონებდა ანკარულ კონცერტს დიდი ტენორი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები