4 სექტემბერი ისტორიაში

4 სექტემბერი ისტორიაში

374093
4 სექტემბერი ისტორიაში

4 სექტემბერი ისტორიაში

973 წლის 4 სექტემბერს ხვარაზმში დაიბადა მუსლიმი მეცნიერი ალ ბირუნი, რომელიც ცნობილია თავისი სამეცნიერო მოღვაწეობით ასტრონომიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ისტორიის დარგებში. შუა საუკუნეების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მეცნიერმა ალ ბირუნიმ ხვარაზმულ ენასთან ერთად იცოდა სანსკრიტის, ინდურის, ბერძნულისა და ლათინურის ჩათვლით 9 ენა. ალ ბირუნიმ იმ პერიოდში ცნობილი ყველა წამლის განმარტება გააკეთა და სხვადასხვა მინერალებისა და შენადნობების თავისებურებები აღმოაჩინა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „მასუდის კანონი“. ალ ბირუნი კვლევებს ატარებდა ბერძნული და ინდური ფილოსოფიის შესახებ. მან სიცოცხლის ბოლო წლები ღაზნევიდების სახელმწიფში გაატარა და 1048 წელში გარდაიცვალა.

1063 წლის 4 სექტემბერს სელჩუკთა დიდი სახელმწიფოს დამაარსებელი თუღრულ ბეი გარდაიცვალა. თუღრულ ბეიმ 1040 წელში დანდანაკანის ომში ღაზნევიდები დაამარცხა, ირანის ერთი ნაწილი აიღო და სელჩუკთა ტერიტორია ანატოლიამდე გააფართოვა. 1060 წელში კი თუღრულ ბეიმ ბაღდათი აიღო. 1063 წელში გარდაცვლილი თუღრულ ბეის ადგილი მისმა ძმისშვილმა ალფარსლანმა დაიკავა.

1870 წლის 4 სექტემბერს საფრანგეთში მესამე რესპუბლიკა გამოცხადდა. მესამე რესპუბლიკის პერიოდი საფრანგეთ-გერმანიის ომის დროს რევოლუციონერების ნაპოლეონის იმპერატორობის წინააღმდეგ აჯანყებით დაიწყო. გამოიცა კანონები პრესის თავისუფლების, ასოციაციის შექმნის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, უფასო სავალდებულო განათლებისა და ლაიციზმის შესახებ. საფრანგეთში დასრულდა იმპერატორის ეპოქა და ნაპოლეონ მესამე საფრანგეთის ბოლო მეფედ შევიდა ისტორიაში.

1886 წლის 4 სექტემბერს აპაჩების ლიდერი ჯერონიმო დაახლოებით 30 წლიანი ბრძოლის შემდეგ არიზონაში ჩაბარდა. ჯერონიმო ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი ბოლო ლიდერი გახლდათ. 1858 წელში მეუღლის, სამი შვილისა და დედის ამერიკაში მყოფი ესპანელების მიერ მკვლელობის შემდეგ შურისძიების ფიცი დადო და თეთრკანიანთა წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მისი დაჭერა ვერ მოახერხეს, ცხენოსანთა გვარდია სოფლებს თავს ესხმოდა და ქალებსა და ბავშვებს ხოცავდა. ამის გამგონე ჯერონიმომ კი იმისათვის, რათა მისი ხალხისათვის ზიანი არ მიეყენებინათ, ჩაბარდა. ჯერონიმო 1909 წელში როგორც სამხედრო ტყვე ოკლაჰომაში გარდაიცვალა.

1919 წლის 4 სექტემბერს დაიწყო სივასის კონგრესი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაპყრობილი თურქეთის ტერიტორიების გამოსახსნელად და თურქი ერის განსათავისუფლებლად ერის წარმომადგენელთა სივასში შეკრებით 1919 წლის 4 სექტემბერს სივასის კონგრესი დაიწყო. სივასის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებები ერზურუმის კონგრესზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე უფრო ფართო იყო, მან მთელი ერის დამოუკიდებლობის მოპოვება დაისახა მიზნად და საძირკველი მოუმზადა თურქეთის რესპუბლიკის დაარსებას. მუსტაფა ქემალ ფაშას თავმჯდომარეობით შეკრებილ კონგრესზე დადეს ფიცი, რომ „სამშობლოს გამოხსნისა და ერის ბედნიერების გარდა სხვა პიროვნული განზრახვა არ ექნებოდათ და არსებული არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიზნებს არ მოემსახურებოდნენ“. 12 სექტემბერს სტამბოლთან კავშირი გაწყვიტეს და ყველა ცენტრს შეატყობინეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები