25 აგვისტო ისტორიაში

25 აგვისტო

339591
25 აგვისტო ისტორიაში


1936 წლის 25 აგვისტოს სტალინის ბრძანებით მისი ყოფილი მეგობრები და თანამოაზრენი, გრიგორი ზინოვიევი და ლეონ კამენევი, ასევე კიდევ 16 მაღალჩინოსანი საბჭოთა მოხელე სიკვდილით დაისაჯნენ

1944 წლის 25 აგვისტოს მოსკოვში გარდაიცვალა თათარი პოეტი და მწერალი მუსა ჯელილი. მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის დასრულების შემდეგ დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა, ხოლო 1931 წლიდან იგი მთავარი რედაქტორი იყო მოსკოვში გამომავალი თათრული საბავშვო ჟურნალისა. 1939 წლიდან იგი თათარ მწერალთა კავშირის თავჯდომარე გახდა. 1941 წლიდან იგი გერმანელების წინააღმდეგ სამამულო ომში ჩაერთო, მაგრამ, ტყვედ ჩავარდა და 1944 წელს იგი დახვრეტილ იქნა

1997 წლის 25 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკში გარი კასპაროვსა და Deep Blue-ს სახელწოდების კომპიუტერს შორის მეორე შეხვედრა გაიმართა და იმის გამო, რომ ამ კომპიუტერმა კასპაროვის სვლას 5 წუთის განმავლობაში საპასუხო სვლით არ უპასუხა, კასპაროვმა თამაში მიატოვა და დამარცხებულად გამოცხადდა. მათ შორის პირველი თამაში კი კასპაროვს ჰქონდა მოგებული. ბაქოში დაბადებული სომეხი კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონი 1985 წელს ანატოლი კარპოვის დამარცხების შემდეგ გახდა და მსოფლიო ჩემპიონის წოდება 2000 წლამდე შეინარჩუნა

2000 წლის 25 აგვისტოს ევროპის სუპერთასი ფეხბურთში სტამბოლის გალათასარაის ერგო, რომელმაც მონაკოში გამართულ მატჩში ანგარიშით 2:1 დაამარცხა მადრიდის მრისხანე რეალი და თურქეთის ფეხბურთის ისტორიაში გალათასარაი პირველად დაეუფლა ჯერ უეფას თასს და შემდეგ სუპერთასს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, მაგრამ, დამატებით დროში გალათასარაის ბრაზილიელმა ფორვარდმა ჟარდელმა 1 გოლი გაიტანა და დაეუფლნენ სანუკვარ თასს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები