24 აგვისტო ისტორიაში

24 აგვისტო

339581
24 აგვისტო ისტორიაში


ჩ.წ.-ის 79 წლის 24 აგვისტოს იტალიის ქალაქი პომპეი რუკიდან გაქრა, რადგან ეს ქალაქი ვეზუვის ვულკანის ქვეს მოჰყვა. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ ვულკანი უცბად აფეთქებულა და ხალხს ვერ მოუსწრია გაქცევა რა, ვინც როგორ პოზაში ყოფილა, ისეთ გაქვავებულ მდგომარეობაში იპოვეს არქეოლოგებმა. ვეზუვის ვულკანი ქალაქ ნეაპოლის აღმოსავლეთში, 1280 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ახლაც აქტიურ მდგომარეობაშია

 

1516 წლის 24 აგვისტოს ოსმანეთის ფადიშაჰ იავუზ სელიმის და ეგვიპტის მამლუქთა ჯარებს შორის ცხარე ბრძოლა გაიმართა ახლო აღმოსავლეთში, უფრო კონკრეტულად კი სირიის ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთში მდებარე მერჯიდაბაკში და თურქებმა გაიმარჯვეს რა ამ ომში, სირია, ლიბანი და პალესტინა ოსმანეთის შემადგენლობაში შევიდნენ და მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოეყვნენ მას. მერჯიდაბაკის ომში ბრძოლის ველზე იქნა მოკლული მამლუქთა სულთანი კანსუ გავრი. ამ გამარჯვებით ოსმანებმა აღკვეთეს მამლუქთა შეერთება სეფებიანების ირანთან


1572 წლის 24 აგვისტოს საფრანგეთში მეფე შარლზ მე-9-ის ბრძანებით, რომლის რეგენტი დედამისი იყო, ფრანგი კათოლიკეები თავს დაესხნენ უიარაღო პროტესტანტებს და 10 ათასობით პროტესტანტი უმოწყალოდ ამოხოცეს. ამ ხოცვა-ჟლეტამ სათავე დაუდო საფრანგეთში მრავალწლიან კონფესიურ ომს კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. ამ დღეს წმ. ბართლომეოს ღამეს უწოდებენ

 

1990 წლის 24 აგვისტოს საბჭოთა კავშირში შემავალმა ტაჯიკეთის რესპუბლიკამ პირველმა გამოაცხადა საბჭოთა კავშირისგან გამოყოფა და დამოუკიდებლობა. თხუთმეტი თვის შემდეგ, კონკრეტულად კი 1991 წლის 8 დეკემბერს ბელოვეჟსკაია პუშაში რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსიამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რითაც ბოლო მოეღო დიად საბჭოთა კავშირს, რადგან იმავე წლის 21 დეკემბერს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები