23 აგვისტო ისტორიაში

23 აგვისტო

337272
23 აგვისტო ისტორიაში


1305 წლის 23 აგვისტოს ინგლისის მეფე ედუარდ პირველმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით სიკვდილის განაჩენით დასაჯა შოტლანდიელი რაინდი უილიამ უოლლესი. სწორედ ამ რაინდის ცხოვრებას ეხება 1995 წელს ჰოლივუდის მხრიდან გადაღებული ფილმი მამაცი გული, რომელშიც უილიამის როლს მელ გიბსონი თამაშობს. უოლლესი მთელი ცხოვრების განმავლობაში შოტლანდიის დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ინგლისელებს და ამიტომ დღემდის შოტლანდიის ეროვნულ გმირად ითვლება. ბოლო გამარჯვება მან ინგლისის მრავალრიცხოვან არმიაზე 1297 წელს სტირლინგის ხიდის სახელწოდების ბრძოლაში მოიპოვა და სწორედ მაშინ უბოძეს მას რაინდის წოდება და შოტლანდიის მფარველის სახელი

1514 წლის 23 აგვისტოს ორი თურქული სახელმწიფო ორი თურქი ლიდერის, ოსმანეთის ფადიშაჰ იავუზ სულთან სელიმის და ირანის სეფებიანთა სახელმწიფოს ფადიშაჰის, შახ ისმაილის მეთაურობით ჩილდირანში ბრძოლას გამართავენ და ამ ბრძოლაში ოსმანები გაიმარჯვებენ. აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ჩილდირანი ითვლება თურქთა შორის გამართულ პირველ ბრძოლად და აქ ერთმანეთს შეეჯახნენ სუნიტური ოსმანეთი და შიიტური ირანი, რომლის მბრძანებელსაც იმ პერიოდში წარმოშობით თურქი შახ ისმაილი წარმოადგენდა. ამ ომით იავუზ სელიმი მთელი თურქული სამყაროს ერთ ჭერქვეშ გაერთიანებას ცდილობდა, მაგრამ, ირანი თურქების მმართველობის პერიოდშიც კი არ შევიდა ოსმანეთის შემადგენლობაში

2002 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა კინოსა და თეატრის ცნობილი თურქი მსახიობი სამი ჰაზინსესი, რომელიც წარმოშობით სომეხი ეროვნების იყო. იგი 1925 წელს დიარბექირში დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი და გვარი სამუელ აკოფის ძე ულუჩიანი იყო. მსახიობობის გარდა იგი კომპოზიტორობითაც განთქმული იყო და მის სიმღერებს ცნობილი თურქი ხელოვანები ასრულებდნენ. მისი გასვენების ცერემონია სტამბოლის სომხურ ეკლესიაში შესდგა, ხოლო დაიკრძალა ასევე სტამბოლის ჰასანფაშას უბანში მდებარე სომხურ სასაფლაოზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები