21 აგვისტო ისტორიაში

21 აგვისტო ისტორიაში

336396
21 აგვისტო ისტორიაში

1911 წლის 21 აგვისტოს მონა ლიზა მუზეუმიდან მოიპარეს. ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა ლუვრის მუზეუმიდან მოიპარეს. ნახატი მხოლოდ ორი წლის შემდეგ ფლორენციაში იპოვეს. ლუვრის მუზეუმის წარმოშობით იტალიელმა ხის ხელოსანმა ვინჩენცო პერუდჩიმ აღიარა, რომ ნახატი მოიპოარა. მისი თქმით, იტალიელი პატრიოტია და არ სურდა ნახატის საფრანგეთში დაბრუნება. მას სასამართლომ 1 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მას იტლიაში როგორც ეროვნულ გმირს, ისე დახვდნენ. მონა ლიზა 1914 წლის იანვარს ლუვრს დაუბრუნდა.

1915 წლის 21 აგვისტოს მეორე ანაფართალარის ბრძოლა ანუ ინგლისელებისა და ანზაკების ძალების ჩანაქქალეს ბრძოლის ბოლო შეტევა დაიწყო. ისევე როგორც პირველი ბრძოლის დროს, ამჯერადაც შეტევები ანაფართალარის ჯგუფის სარდლობის პოლკოვნიკის პოზიციებზე განხორციელდა. მოკავშირეები ყველა სამხედრო ძალის დამატების მიუხედავად ანაფართალარის ბრძოლაში უკუაგდეს. ბრძოლები 29 აგვისტომდე გაგრძელდა. მუსტაფა ქემალმა და მისმა ძალებმა ყველა სტრატეგიული მაღლობი ხელთ იგდეს და მოკავშირეებს აჩვენეს რომ ჩანაქქალეს გადალახვა შეუძლებელია.

1960 წლის 21 აგვისტოს, 1915 წელში პირველ მსოფლიო ომის დროს ჩანაქქალეს ბრძოლაში დაღუპული 253 ათასი თურქი სამხედროს პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა. 25 კვადრატული მეტრის კვარცხლბეკზე 4 სვეტზე დასმული მემორიალის სიმაღლე 41.7 მეტრია და მთლიანად 625 კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოიცავს.

1969 წლის 21 აგვისტოს ალ აქსასა ცეცხლი წაუკიდეს. 1187 წელში სელაჰადინ ეიუბის მხრიდან ალ აქსას მეჩეთში დადგმულ მინბერს 1969 წლის 21 აგვისტოს ავსტრალიელმა რადიკალმა ქრისტიანმა დენის როჰანმა ცეცხლი წაუკიდა. იერუსალიმში მუსლიმთა ყველაზე ძვირფასი მეჩეთის ალ აქსას მინბარი ანუ კათედრა ამ ფაქტის დროს ძალიან დაზიანდა. ფაქტის შემდეგ როჰანიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, მეჩეთის განადგურება მესიის მოსვლას დააჩქარებდა. ამ სიტყვების შემდეგ იგი ისრაელმა გიჟად შერაცხა და ქვეყანა დაატოვებინა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები