16 აგვისტო ისტორიაში

16 აგვისტო

328771
16 აგვისტო ისტორიაში


980 წლის 16 აგვისტოს დაიბადა ისლამური სამყაროს და საერთოდ იმ დროინდელი მსოფლიოს ყველაზე განთქმული მეცნიერი, პოეტი, ფილოსოფოსი, ფარმაცევტი, ექიმი და მუსიკოსი იბნი სინა. 17 წლის იყო, როცა მან სასიკვდილო ავადმყოფობისგან განკურნა ბუჰარის ხანი და ამით მან სასახლის მეტად მდიდარი ბიბლიოთეკის ხელნაწერების და სხვა ექსპონატების გამოყენების უფლება მიიღო. 18 წლისას უკვე სახელი ჰქონდა განთქმული როგორც სასწაულ მოქმედ ექიმს. მანვე უდიდესი წვლილი შეიტანა გეომეტრიის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ასტრონომიის, ლოგიკის და სხვა მეცნიერების განვითარებაში. იბნი სინას დღემდე 276-მა ნაწარმოებმა მოაღწია ჩვენამდის

1557 წლისნ 16 აგვისტოს სტამბოლში დიდ ზეიმით გადაეცა ექსპლოატაციაში თურქეთის და საერთოდ მუსლიმანური სამყაროს ერთ ერთი უდიდესი სულეიმანის სახელობის მეჩეთი, რომელიც იმ ეპოქის განთქმული ოსმანი სულთნის, სულეიმან კანონიერის სახელს ატარებდა და მისივე ბრძანებით და შეკვეთით აიგო. სულეიმანიეს მშენებლობამ 8 წელს გასტანა და მისი არქიტექტორი იყო იმ დროის უდიდესი თურქი ხუროთმოძღვარი მიმარ სინანი. სულეიმანის სახელობის მეჩეთის კომპლექსში შედის მედრესე, ბიბლიოთეკა, საავადმყოფო, აბანო, სასადილო, დარბაზი და დუქნები

1914 წლის 16 აგვისტოს გერმანული სამხედრო კრეისერები Goben და Breslau გამოექცნენ რა შავ ზღვაში მოპატრულე რუსულ სამხედრო გემებს, სტამბოლის ჰალიჩის უბეს შეაფარეს თავი და აქ ჩამოუშვეს ღუზა. ორივე კრეისერზე ოსმანეთის სახელმწიფო დროშები აღმართეს და ეკიპაჟის წევრებიც ოსმანურად შემოსეს, შემდეგ მათ სახელებიც შეუცვალეს, იავუზი და მიდილლი შეარქვეს და ოსმანურ ფლოტში შეიყვანეს. რუსებმა ვეღარ გაბედეს ამ ოსმანური გემების დევნა

1977 წლის 16 აგვისტოს ცნობილი ამერიკელი ლეგენდარული მომღერალი ელვის პრესლი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. იგი ითვლებოდა როკინ როლის მეფედ და მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად მრავალ ფილმშიც ითამაშა მთავარი როლი. ელვის პრესლის გარდაცვალების შემდეგ მისი სახლი მუზეუმად გადაიქცა. დღემდე ყველაზე მეტად სწორედ მისი ალბომები და კასეტები გაიყიდა. იგი მფლობელია სამი გრემისა, 3 პლატინის ალბომისა და 35 ოქროს ალბომისა

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები