15 აგვისტო ისტორიაში

15 აგვისტო

327467
15 აგვისტო ისტორიაში

 

1461 წლის 15 აგვისტოს სტამბოლის დამპყრობმა სულთანმა ფატიჰ მეჰმეტ მეორემ ტრაპიზონიც დაიპყრო, რითაც ბოლო წერტილი დაესვა ტრაპიზონის ბერძნულ საიმპერატოროს. ტრაპიზონი ოსმანებმა 40 დღიანი ალყის შემდეგ აიღეს და ეს ითვლებოდა ბიზანტიის ბოლო ციხე სიმაგრედ. ტრაპიზონის აღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა შავი ზღვის თურქულ ზღვად გადაქცევის გზაზე, რამეთუ მალე ამ ზღვის ოთხივე მხარე ოსმანეთის საიპერატოროში შევიდოდა და იგი თურქულ ტბად გადიქცეოდა

1769 წლის 15 აგვისტოს საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ნაპოლეონ ბონაპარტე კუნძულ კორსიკაზე დაიბადა. 1795 წელს იგი საფრანგეთის არმიის, 1796 წელს კი იტალიის არმიის მთავარსარდალი გახდა და იმავე წელს იტალიაში მოწყობილი ლაშქრობით სახელი გაითქვა. მან მრავალ ომში გაიმარჯვა და რომის იმ დროინდელმა პაპმა პიუს მეშვიდემ პარიზის ღვთისმშობლის კათედრალში თავის ხელით დაადგა ნაპოლეონს იმპერატორის გვირგვინი

1914 წლის 15 აგვისტოს პანამის არხი ექსპლოატაციაში გადაეცა. მისი მშენებლობა ამერიკელებმა 1904 წელს დაიწყეს და ამ მშენებლობამ 10 წელს გასტანა. 77 კმ-ის სიგრძის ამ არხმა ერთმანეთს დააკავშირა ატლანტიკის და წყნარი ოკეანის წყლები. მისი მშენებლობის პერიოდში ათასობით მუშა გარდაიცვალა მალარიისა და ყვითელი ცხელებისგან. პანამის არხით წელიწადში 14 ათასზე მეტი გემი სარგებლობს

1935 წლის 15 აგვისტოს გერმანიის ლიდერმა ადოლფ ჰიტლერმა სპეციალური კანონი გამოსცა, რომლითაც გერმანელების დაქორწინება ებრაელებზე აიკრძალა და ამით გერმანელების სისხლი დაცულ იქნა სხვა ხალხის სისხლში აღვრევისგან. ეს ბრძანება ჰიტლერმა გამოსცა ნაციონალისტური იდეოლოგიის მიზნით, რათა როგორც თვით ფიქრობდა ჰიტლერი, გერმანელების უმაღლესი რასა მასზე უფრო დაბალ ებრაელურ რასაში არ ამღვრეულიყო. ეს რასისტული კანონი გაუქმებულ იქნა 1945-46 წლებში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები