ბუნების საოცრება 29/2015

საქარიის თარაქლის რაიონის საზღვრებში გასაოცარი და უნიკალური სილამაზის იალაღებია. რეგიონში ჯერ არ შეუღწევია ბეტონის შენობებს. შეუდარებელ ბუნებაში გააჩნია ჯერ არნახული იალაღები. მათ შორის ერთერთია ქარაგოლი. მთებით გარემოცულ, მოსწორებულ ადგილზეა ქარაგოლის

381051
 ბუნების საოცრება 29/2015

საქარიის თარაქლის რაიონის საზღვრებში გასაოცარი და უნიკალური სილამაზის იალაღებია.
რეგიონში ჯერ არ შეუღწევია ბეტონის შენობებს. შეუდარებელ ბუნებაში გააჩნია ჯერ არნახული იალაღები. მათ შორის ერთერთია ქარაგოლი. მთებით გარემოცულ, მოსწორებულ ადგილზეა ქარაგოლის ტბაც. სწორედ აქედან მომდინარეობს ტბის სახელი. თავად ტბა არ არის ბუნებრივი. ეს გახლავთ მთებიდან მონადენი წყლების დაგროვებით წარმოქმნილი ხელოვნური ტბა.
თარაქლისგან 21 კილომეტრის სიშორეზე მდებარეობს ქარაგოლუს იალაღი, რომელიც ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზეა.
გზა არ არის ცუდი, მაგრამ არც კარგი შეიძლება ეწოდოს. თუმცა, იალაღამდე უპრობლემოდაც შეიძლება ასვლა. შემორტყმულია წიწვნარით და ნაძვებით. ზაფხულში მოსახლეობა გასაგრილებლად მიდის მის სანაპიროზე არსებულ იალაღზე.
იმის გამო, რომ იალაღი მაღლობზეა, იცის ხშირი თოვლიანობაც. აპრილის თვიდან იწყება იმ მინდვრის ყვავილების გაყვავება და სულ სხვანაირი სილამაზე ემატება იქაურობას.
ბოლო წლებში იმატა მიმსვლელების რაოდენობამ. მიდიან ბანაკების გასაშენებლად, სიმყუდროვეში, სუფთა ჰაერზე დასვენების და უქმი დღეების გასატარებლად.
მოსახლეობის დიდ დაინტერესებას იწვევს იქაური ხის სახლებიც.
გაზაფხულზე ძნელია ისეთი ადგილის მონახვა, სადაც არ იქნება ბურუსი, რაც კიდევ უფრო სხვანაირ ელფერს აძლევს იალაღს.
როგორც კი გაზაფხული დადგება, მოსახლეობა იწყებს საიალაღო სახელების გარემონტებას. სკოლებში არდადეგების დაწყების დღიდან იქაურობა ბავშვების ყიჟინით და მხიარულობით ივსება. მათ ხმებს უერთდება ცხვრების და საქონლის ბღავილი.
ქარაგოლის გარდა იქვეა ერთმანეთის მიყოლებით სამი სხვა იალაღი, რომლებიც ახლოს არიან ქარაგოლის იალაღთან. იქიდან გამავალი გზის გასწვრივ არის კიდევ, მუსტანთას იალაღი. იგი გზის სანაპიროზეა გაშენებული და შედგება რამდენიმე სახლისგან.
იმ ადგილას ჩასვლისას აუცილებლად მოინახულეთ მისი მოსახლეობა. ლოყა წითელა ბავშვების, დიდი ინტერესით მომზირალი ცხოველების, სახლებს შუა გაშენებული ბაღჩების მეშვეობით არ იქნება ძნელი მიხვედრა თუ, ჯერ რატომ არ მივიწყებულა იალაღის ტრადიცია. უპ. ყოვლისა იმიტომ, რომ ამ ადგილებში ბავშვები ბედნიერად გრძნობენ თავს. სუნთქავენ ყველაზე სუფთა ჰაერით და იკვებებიან საუკეთესო, ბუნებრივი პროდუქტებით. არ აგონდებათ არც მულტიპლიკაციური ფილმები და არც კომპიუტერით თამაში.
ცოტა ხნის მოგზაურობის შემდეგ, უკან დაბრუნდით. ბურუსში ტყე ხან იკარგება და ხანაც ჩნდება. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ წააწყდებით ერთ ხის იალაღს. ეს გახლავთ მთის ფერდობზე გაშენებული ქლავუზთა იალაღი.
იქაური საქონლის სიმრავლე იმის დამადასტურებელია, რომ იქ იალაღის ტრადიცია მეტად კარგად არის დაცული.
უკანასკნელი იალაღი გახლავთ ჰაჯი მაჰმუდის იალაღი. სხვა იალაღებთან შედარებით იგი პატარაა და მისი მოსახლეობა ძალიან სტუმართ მოყვარეა.
ვერ დააღწევთ იალაღს თავს ისე, რომ არ მიგიპატიჟონ სტუმრად.
იქიდან წასვლისას წინ დაგხვდებათ პატარა გუბეები, რომელიც უკვე იმის მაჩვენებელია, რომ სცილდებით გოუნუკის საზღვრებს.
თუ ისევ გაუყვებით ხსენებულ გზას, ნახევარი საათის შემდეგ წინ შემოგხვდებათ უფრო დიდი იალაღი, სადაც დიდი ბეტონის სახლებიც მრავლად არის. მართალია ძალიან ცოტა, მაგრამ ისევ არის შემორჩენილი აქა-იქ ხის სახლები.
რაღა თქმა უნდა თუ დრო გაქვთ შეგიძლიათ ქარაგოლის იალაღზე, ტბასთან გააშენოთ კარავი და ერთი დღე მაინც დაისვენეთ. იგემეთ იქაური სუფთა ჰაერი და ბუნების საუცხოო სილამაზე.
დილა უთენია გაიღვიძეთ ჩიტების ჟღურტულზე. მზით გამოცოცხლებული ყვავილების სილამაზით დატკბით.
არ დაივიწყოთ დაბრუნებისას თარაქლის სახლების ადგილზე შემორჩენილი ძველი ქუჩების წარსულის ნაკვალევის დათვალიერებაც. გახსოვდეთ, რომ ბუნების ნაკურთხი სილამაზეებით დატკბობა შესაძლებელია მხოლოდ მათი დაცვით. სანამ იარსებებენ ისინი, ჩვენი ბავშვებიც უფრო ჯანსაღად და ლამაზად იცხოვრებენ.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები