ჰორიზონტს მიღმა : 81 – 29 / 2015

ვინც არ იცის წვიმის სუნი ვერ გაიგებს ლოტუსის რაობას. ყველას გულთბილად გესალმებით და შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთხელ ვხვდებით ერთმანეთს რადიო თურქეთის ხმის ციკლურ პროგრამაში ჰორიზონტს მიღმა. დღესაც, კვლავ ერთად ვიქნებით საერთაშორისო სასწავლო სათავგადასავლო

380561
ჰორიზონტს მიღმა : 81 – 29 / 2015

ვინც არ იცის წვიმის სუნი ვერ გაიგებს ლოტუსის რაობას.
ყველას გულთბილად გესალმებით და შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთხელ ვხვდებით ერთმანეთს რადიო თურქეთის ხმის ციკლურ პროგრამაში ჰორიზონტს მიღმა.
დღესაც, კვლავ ერთად ვიქნებით საერთაშორისო სასწავლო სათავგადასავლო პროგრამაში.
დღევანდელი ჩვენი პროგრამა დავიწყეთ პოეტის ელუარდის სიტყვებით. დღესაც ვუზიარებთ ერთმანეთს ცხოვრების მრავალფეროვნებას და ყველაფერს ვაკეთებთ სიცოცხლით სავსე ცხოვრების გატარებისთვის.
წინა გადაცემაში გაგაცანით ბეიზა ჰანის საინტერესო სათავგადასავლო ცხოვრება რომელიც მას მევლანას გაცვლითი პროგრამით სარგებლობამ შესძინა.
ამ კვირის პროგრამაში კვლავ იმავე კითხვის საპასუხოდ გავაგრძელებთ საუბარს. გავიხსენოთ კითხვა.
რის შეძენა შეუძლია მევლანას გაცვლით პროგრამას სტუდენტების და პედაგოგებითვის?
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ ამ პროგრამით სხვა, რომელიმე სახელმწიფოში სწავლის უფლებას, იძენენ მრავალგზის ანალიტიკურ მსოფლმხედველობას საერთაშორისო არენაზე თავის წარმოსადგენად.
აკადემიური გამოცდილების მიღებასთან ერთად, ეცნობიან იმ სახელმწიფოს კულტურას და წეს-ჩვეულებებს. იძენენ ახალ მეგობრებს, უფრო კარგად სწავლობენ და აუმჯობესებენ უცხოურ ენას. იქ მიღებული ცოდნის წყალობით და უკეთესი კარიერის მოპოვებისთვის უფრო მეტ უპირატესობას პოულობენ.
ამ პროგრამის ფარგლებში თურქეთში ჩამოსული პედაგოგები და ლექტორები საზღვარგარეთ იძენენ ლექციის ჩასატარებლად სხვადასხვანაირ მიდგომას, მსოფლმხედველობას და უფრო მეტ პრივილეგიას.
თავიანთ სახელმწიფოში დაბრუნების შემდეგ აკადემიური თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით უერთდებიან კონფერენციებს, სემინარებს.
დღეს, კვლავ ამ პროგრამით მოსარგებლე სხვა სტუდენტის მოსაზრებებს გაგაცნობთ თავისივე პირით.
კითხვა:-გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თავი?
პასუხი:-მე გახლავართ ასელია ზამირბეკოვა. დავიბადე 1994 წელს ყირგიზეთის ქალაქ ჩოლფონ ათაში. იქ გავიზარდე, შემდეგ კი სასწავლებლად გადავედი დედაქალაქ ბიშკეკის ყირგიზეთის მანასის თურქულ სასწავლებელში. მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2014 წელს ჩამოვედი გააზის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფაკულტეტზე სასწავლებლად. ვარ მესამე კურსზე.
კითხვა:-როგორ მოგეწონათ ანკარა?
პასუხი:-პირველად ჩამოსვლისას ძალიან მივამსგავსე იგი ბიშკეკს. შემიყვარდა იგი. მართალია სტუდენტებისთვის ცოტა ძვირი ქალაქია, მაგრამ ძალიან მომეწონა აქაური უნივერსიტეტები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე კარგი უნივერსიტეტებია აქ. მოვინახულე ოდტი, ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტი, ანკარის ციხე. აქაურმა მუზეუმებმა ისტორია შემაყვარა.
ძალიან მომეწონა სტამბოლი, კაბადოკია, ეგეოსის მხარე. სამაგისტროსთვის ვაპირებ მივმართო იზმირს.
კითხვა:-გააზის უნივერსიტეტს არ აირჩევდი? პასუხი:-მომწონს, იგი. არის უძველესი, ღრმა ფესვებს დაფუძნებული უნივერსიტეტი. სამწუხაროდ ჩემი ფაკულტეტი ბევრად შორს არის ცენტრალური კამპუსისგან. დრო არ მრჩება და არ მაქვს შესაძლებლობა სოციალიზაციისთვის. რაც შეეხება განათლებას, მეტად მცოდნე და გამოცდილების მქონე ლექტორები ჰყავს და ყველას ვურჩევდი იქ სწავლებას.
კითხვა:-როგორ გაიგეთ მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ?
პასუხი:-ჩემს ინსტიტუტს სადაც ვსწავლობდი გააჩნდა ამ პროგრამასთან შეთანხმება. მიმართვა გავაკეთე ინტერნეტით. ვისაც მაღალი ჰქონდა საშუალო არითმეტიკული ქულები იმას იღებდნენ. თავიდან ცოტა გამიჭირდა. ჯერ მითხრეს საცხოვრებლით და სტიპენდიით უზრუნველყოფილი იქნებიო, მაგრამ, ასე არ მოხდა და არ მომცეს. მაგრამ ძალიან მინდოდა აქ სწავლა, ამიტომაც ჩემი ოჯახის მხარდაჭერით ჩამოვედი.
რამდენიმე ყირგიზ თანამემამულესთან ერთად ვიქირავეთ ბინა.
კითხვა: ლექტორები როგორ მოგწონს და უგებთ თუა არა ერთმანეთს?
პასუხი: პედაგოგებმა ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. მუამერ ჩეთინს ყირგიზეთში გავეცანი. ძალიან დამეხმარა. როცა გაიგეს ჩვენი ყირგიზეთიდან ჩამოსვლა ყველა პედაგოგი ამოგვიდგა მხარში.
კითხვა:-მევლანას გაცვლით პროგრამას ურჩევდი თუა რა სხვა სტუდენტებს?
პასუხი:-რა თქმა უნდა ყველას ვურჩევდი ამ პროგრამით თურქეთში სწავლას, იმიტომ, რომ იგი არის თურქეთის კულტურის, ტრადიციების, ენის, განათლების სწავლებისთვის ყველაზე კარგი პროგრამა. თავდაპირველად ცოტა გაძნელდება ოჯახისგან განშორება, აქაურობას შეჩვევა, ეგ კი არა დაბრუნებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ პედაგოგებმა მირჩიეს ჯერ მოითმინე. დარჩი პირველ ეტაპში, მერე თუ არ მოგეწონება დაბრუნდიო. მაგრამ შემდეგ მივეჩვიე და ყველაფერი კარგად აეწყო. გავაგრძელე სწავლა. უნდა გახსოვდეთ, რომ სწავლის დროს საჭიროა ყურადღებიანობა, არ უნდა ჩამორჩე პროგრამას. იმიტომ, რომ მომხდარა ისეთი შემთხვევაც, რომ ხელმეორედ მოუხდენიათ სტუდენტებს პროგრამის გავლა.
პატ. მსმენელებო, ეს რამდენიმე პროგრამა დავუთმეთ მევლანას. უკანასკნელად კიდევ შეგახსენებთ რომ: საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტის და დამატებითი ინფორმაციებისთვის მიმართეთ შემდეგ web გვერდს: Mevlana.gov.tr
ვიცით, რომ გაინტერესებთ თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების შესახებაც. ამის შესახებ კი, ვისაუბრებთ მომდევნო გადაცემებში
ხელახლა შეხვედრის იმედით კარგად ბრძანდებოდეთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები