16 ივლისი ისტორიაში

380923
16 ივლისი ისტორიაში

 622 წლსი 16 ივლისი ჰიჯრის კალენდრის დასაწყისია. წმ. შუამავალმა მუჰამმედმა და პირველმა მუსლიმანებმა ქალაქ მექადან ქალაქ მედინაში ჰიჯრა გააკეთეს, ე.ი. უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე მექადან მედინაში გადავიდნენ. ამ მოვლენიდან 17 წლის შემდეგ ხალიფა ომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 622 წელი ჰიჯრის კალენდრის, ანუ ისლამური რელიგიისა და მუსლიმანური კალენდრის დასაწყისად ჩაითვალა, მუჰარრემის თვე კი წლის პირველ თვედ იქნა დაწესებული.
 

1945 წლის 16 ივლისს ამერიკამ ალამოგორდოს მთებში პირველი ბირთვული იარაღი გამოსცადა. რობერტ ოპენჰაიმერის მიერ დამზადებული ბირთვული იარაღით ეს პერიოდი ატომური ეპოქის დასაწყისად ითვლება. ამის პარალელურად რამოდენიმე კვირის შემდეგ ამერიკამ ადამიანის ფორმის ბირთვული იარაღი ჯერ იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში, შემდეგ კი ნაგასაკში ჩამოაგდო.
 

1964 წლის 16 ივლისს თურქეთის ექსპრემიერთაგან რაუფ ორბაი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ დროს იგი ოსმალეთის საზღვაო შეიარაღებულ ძალების ჰამიდიეს სახელწოდების კრეისერის მეთაურიც იყო. ორბაის ბალკანეთის ბრძოლის დროს დამსახურებული გმირობის გამო ჰამიდიეს გმირის წოდება მიენიჭა.
 

1979 წლის 16 ივლისს ერაყის პრეზიდენტი ელ-ქებირი პენსიაზე გავიდა და მის ადგილას სადამ ხუსეინი გახდა ახალი პრეზიდენტი. სადამ ხუსეინის მკაცრი პოლიტიკა ამერიკისა და მოკავშირეების მხრიდან ერაყის დაპყრობით დასრულდა.
 

1994 წლის 16 ივლისს კომეტა შუმეიკერ-ლევი იუპიტერს შეეჯახა. ამ მოვლენაზე დაკვირვება მრავალი დიდი და მცირე ტელესკოპების და სხვა კოსმოსური აპარატების მეშვეობით მოხდა. მისი შეჯახება ნასას მიერ ტელეარხებით პირდაპირ იქნა ტრანსლირებული. ეს ასტრონომიული პირველი შეჯახებაა, რომელზეც დაკვირვება მოხდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები