15 ივლისი ისტორიაში

345166
15 ივლისი ისტორიაში

   1099 წლის 15 ივლისს ჯვაროსნების არმია იერუსალიმში შევიდა. პაპის წახალისებით ჩამოყალიბებული 600 ათასიანი არმია გოდფრუა ბუიოლენის მეთაურობით იერუსალიმში შევიდა. იერუსალიმის შეიარაღებულ ძალებსა და ჯვაროსნებს შორის შეტაკებები ერთ თვეს გაგრძელდა რა, მათ ვეღარ გაუძლეს უზარმაზარი ჯვაროსნული არმიის ზეწოლას და საბოლოოდ დანებდნენ. ამის შემდეგ იერუსალიმის მმართველობა ქრისტიანების ხელში გადავიდა, მაგრამ 1187 წელს ეგვიპტისა და სირიის სულთანმა სალადინმა უკან დაიფრუნა ეს ქალაქი.
1860 წელს რუსეთში დაბადებული რუსი დრამატურგი და მწერალი ანტონ ჩეხოვი 1904 წლის 15 ივლისს გერმანიაში გარდაიცვალა. იგი ”ალუბლების ბაღით” ”სამი და” ”თოლიები” და სხვა თეატრალური პიესებითაა ცნობილი.
   1928 წლის 15 ივლისს პენიცილინი გამოიგონეს. შოტლანდიელმა ექიმმა ალექსანდრე ფლემინგმა მედიცინაში მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკი პენიცილინი გამოიგონა. ფლემინგმა მავნე ბაქტერიების კვლევაზე მუშაობის ჩატარებისას მიკროსკოპის სლაიდზე დადებული ობით იმ ნაწილში მოხვედრილი ბაქტერიების განადგურება შეამჩნია. ფლემინგს ეს ობიდან გამოსული სითხე რომაც ვერ აღმოეჩინა, 1939 წელს ეს სითხე ოქსფორში წარმატებით გამოვეს რა ჰოვარდ ფლორეიმ და ერნსტ ჩეინმა, შექმნილ წამალს პენიცილინი უწოდეს.

  მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენ ამ აღმოჩენის გამო ფლემინგს და მასთან ერთად კვლევის ჩამტარებელ სხვა მეცნიერებს 1945 წელს ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ.

  1974 წლის 15 ივლისს კვიპროსში ბერძენმა EOKA-B-ს სახელწოდების ორგანიზაციის ოფიცრებმა კვიპროსში გადატრიალება მოაწყვეს. მათ ამ აჯანყების დროს დაახლოებით 2000-მდე ბერძენი მოკლეს.

   1992 წლის 15 ივლისს ჯენგიზ მუსტაფაევი მოკლეს. აზერბაიჯანის სახალხო გმირი და ჟურნალისტი ჯენგიზ მუსტაფაევი მოკლეს. მსოფლიომ იგი სომხების მიერ ხოჯალიში 1992 წლის 25 თებერვლის ღამეს განხორციელებული მასიური ხოცვა ჟლეტვის ფოტო და ვიდეო მასალების გადაღება გამოქვეყნებით გაიცნო. სომხებთან ბრძოლის დროს დაღუპული ჯენგის მუსტაფაევი აზერბაიჯანის ეროვნულ გმირად იქნა გამოცხადებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები