9 ივლისი ისტორიაში

336677
9 ივლისი ისტორიაში

  1816 წლის 9 ივლისს არგენტინამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1808 წელს ნაპოლეონის ესპანეთში ვიზიტმა არგენტინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცედურები დააჩქარებინა. ამის შემდეგ მართალია არგენტინამ დამოუკიდებლობა 1812 წელს მოიპოვა, მაგრამ, ეს დამოუკიდებლობა ოფიციალურად 1916 წლის 9 ივნისს გამოაცხადა.

  1921 წლის 9 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქი ალმატა დაიტბორა. ალმატის მთებიდან წამოსული ღვარცოფის შედეგად 500 ადამიანი დაიღუპა.

  1922 წლის 9 ივლისს ჯონი ვაისმიულერმა თავისუფალი სტილის ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 100 მეტრიანი მონაკვეთი 58,6 წამში დაფარა. ჯონი ვაისმიულერმა კინოინდუსტრიაში ფილმ ”ტარზნი”-ში მთავარი როლის შესრულებით დიდი სახელი გაითქვა.

  1938 წლის 9 ივლისს ათათურქმა იახტა ”სავარონაზე” მინისტრთა საბჭო შეკრიბა. ეს მინისტრთა საბჭო, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, ათათურქის მიერ ჩატარებული ბოლო მინისტრთა საბჭო იყო და მალე ავად გახდა რა, ნოემბრის თვეში გარდაიცვალა კიდეც.

  2006 წლის 9 ივლისს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საფრანგეთსა და იტალიას შორის გაიმართა რა, ეს მატჩი ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ყურებად სანახაობად ჩაითვალა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები