7 ივლისი ისტორიაში

7 ივლისი

335154
7 ივლისი ისტორიაში

 

1895 წლის 7 ივლისს ამერიკელმა პედაგოგმა მორგანმა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაც სპორტსმენთა კლუბის წევრი იყო, ფრენბურთის თამაში მოიგონა. მან სპორტის ეს სახეობა კალათბურთის, ბეისბოლის, ჩოგბურთის და ხელბურთის შერწყმით შეიმუშავა. ფრენბურთი კალათბურთზე უფრო ნაკლებ ფიზიკურ ძალას საჭიროებს და ამიტომ მას თავიდან “MINTONETTE” შეარქვა, მაგრამ მომდევნო წლებში სპორტის ამ სახეობას სახელი შეეცვალა და ვოლეი, ე.ი. ბურთის ჰაერში ყოფნის დროს დარტყმა შეარქვეს. 1952 წელს ამ თამაშს უკვე ვოლეიბოლი, ე.ი. ფრენბურთი უწოდეს

 

1937 წლის 7 ივლისს ჩინეთის 29-ე არმიის დაქვემდებარებაში მყოფმა ნაწილებმა შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს იაპონიის პირველ პოლკს, რის შედეგადაც ორ მხარეს შორის შეტაკება წარმოიშვა და ეს ისტორიული მოვლენა მატიანეში მარკო პოლოს ხიდის სახელით შევიდა და სტარტი მისცა ჩინეთ-იაპონიის ომს

 

1937 წლის 7 ივლისს ინგლისის მთავრობამ გამოაქვეყნა ე.წ. პეელის ანგარიში, რომელიც პალესტინის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებდა. ამ ანგარიშის მიხედვით პალესტინის ორი მესამედი არაბებს, ხოლო ერთი მესამედი კი ებრაელებს უნდა გადასცემოდათ

 

1974 წლის 7 ივლისს გერმანიაში მიმდინარე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ქალაქ მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე შესდგა დასავლეთ გერმანიის ეროვნულ ნაკრებსა და ჰოლანდიას შორის. ამ მატჩს 75 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა და მასპინძელმა ანგარიშით 2:1 მოიგო რა, მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის სახელი. სხვათა შორის სწორედ ამ ჩემპიონატზე დაწესდა უხეში თამაშისათვის წითელი ბარათი და თურქმა მსაჯმა დოღან ბაბაჯანმა ეს ბარათი ჩილეს ნაკრების მოთამაშეს კასზელის მისცა რა, ეს უკანასკნელი გახდა მთელს მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც უხეში თამაშისათვის წითელი ბარათი მიიღო

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები