წყლის დაზოგვა ბაღის მორწყვის დროს "ამის ცოდნა სასარგებლოა"12/201

წყლის დაზოგვა ბაღის მორწყვის დროს (გადაცემა "ამის ცოდნა სასარგებლოა"12/2015)

271776
წყლის დაზოგვა ბაღის მორწყვის დროს "ამის ცოდნა სასარგებლოა"12/201

წყლის დაზოგვა ბაღის მორწყვის დროს (გადაცემა "ამის ცოდნა სასარგებლოა"12/2015)

დღესდღეისობით ჩვენს მიერ გამოყენებული წყლის რესურსები თანდათან მცირდება და ამის საწინააღმდეგოდ წყალზე მოთხოვნილება კი იზრდება. ამის გამო ვალდებულები ვართ ყველა სფეროში, სადაც წყალს მოვიხმართ, ყურადღება გამოვიჩინოთ.
ბაღის მორწყვა კი გახლავთ ის სფერო, სადაც წყლის დიდი რაოდენობით ხარჯვა ხდება. პეიზაჟის მიზნით მოწყობილ ბაღებში წყლის გამოყენება მცდარი მეთოდების გამო იმაზე მეტია ვიდრე საჭიროა. მარტივი მეთოდებით კი შესაძლებელია წყლის ზედმეტი ხარჯვის თავიდან აცილება.
უპირველეს ყოლისა, შესაძლებელია წვიმის წყლის შესაგროვებლად არხების გაჭრა და ამ წყლის მორწყვის დროს გამოყენება. ამასთანავე ავტომობილის რეცხვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ გამდინარე წყალი ბაღისაკენ წავიდეს.
სწორად უნდა იქნას შერჩეული მორწყვის დრო. იმ საათებში, როდესაც ტემპერატურა მაღალია და აორთქლება ხდება, გამოყენებული წყლის ერთი ნაწილი მცენარეებამდე ვერ აღწევს და ორთქლდება. ამასთანავე მზის ზენიტში ყოფნის დროს მორწყვა მცენარეებს ზიანს აყენებს. ამის თავიდან ასაშორებლად მცენარეების მორწყვა დილით ან საღამოს უნდა მოხდეს, როდესაც ჰაერი უფრო გრილია.
ბაღის გარკვეული ნაწილის მორწყვისათვის შესაძლებელია შლანგზე დასამაგრებელი სასხურებლების გამოყენება. ეს ხელსაწყო უზრუნველყოფს წყლის უყაირათოდ ხარჯვის თავიდან აცილებას.
ბაღის გარშემო არსებული ქვების, მიწის და მსგავსი მასალების გასასუფთავებლად წნევიანი წყლის მაგიერ ცოცხი უნდა გამოვიყენოთ.
როგორც ცნობილია, ბაღის მცენარეებიდან ყველაზე მეტი წყალი ბალახს სჭირდება. ბაღებში გრძელ ფესვიანი ბალახები და მცენარეები უნდა გამოვიყენოთ, რომელთაც უფრო ნაკლები წყალი სჭირდებათ და ამგვარად შეგვიძლია აღვკვეთოთ ზედმეტი წყლის ხარჯვა.
იმის გამო, რომ მცენარეები წყალს ფესვების მეშვეობით იღებენ, მცენარეების ფოთლებზე დასხმული წყალი უსარგებლოა. ამის გამო მცენარეების არა ფოთლები, არამედ ძირი უნდა მოვრწყოთ.
სხვადასხვა სახეობის მცენარეს სხვადასხვა რაოდენობის წყალი სჭირდება. ერთნაირი რაოდენობის წყლის საჭიროების მქონე მცენარეების დაჯგუფებით შეგვიძლია თავიდან ავიშოროთ ზედმეტი წყლის ხარჯვა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ წყლის დაცვა, სიცოცხლის დაცვას ნიშნავს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები