ისტორიაში დღეს

10 თებერვალი

215215
ისტორიაში დღეს

1
1763 წლის 10 თებერვალს პარიზის ხელშეკრულება იქნა გაფორმებული. საფრანგეთს, ინგლისს და ესპანეთს შორის 7 წლიანი ბრძოლის დასრულების შესახებ შეთანხმებას ამ დღეს მოაწერეს ხელი. ინგლისის და საფრანგეთის მიერ დაპყრობილი ოკეანის მიღმა ქვეყნების კოლონიალიზმის ბრძოლაში მალე ევროპის სხვა მრავალი ქვეყანაც ჩაერთვება. პარიზის ხელშეკრულების შემდეგ ინგლისმა უპირატესობა მოიპოვა და ძალზედ გაძლიერდა ოკეანეებში რა, კოლონიალური პოლიტიკაც გააფართოვა, როცა ამ დროს საფრანგეთს ეს ძალა თითქმის დაკარგული ჰქონდა.
2
1918 წლის 10 თებერვალს ოსმალეთის რიგით 34-ე სულთანი აბდულჰამიდ მე-2 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ისეთ დროს ავიდა ტახტზე, როცა ოსმალეთს მრავალი შიდა და გარე პრობლემები ჰქონდა. იგი ასევე მკაცრი მართვის კონცეფციით არის ცნობილი. მისი სულთნობის დროს ორჯერ 1876 და 1909 წლებში იქნა მიღებული ქვეყნის კონსტიტუცია. აბდულჰამიდ მეორის პერიოდში იქნა ჩამოყალიბებული ასევე პირველი დეტექტიური სააგენტო. ოსმალეთ-რუსეთის ბრძოლით დასუსტებულმა იმპერიამ კვიპროსი, ეგვიპტე, ტუნისი და სხვა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა. 31 მარტის აჯანყება აბდულჰამიდის დროს მოხდა, რასაც ბულგარელების და სომხების აჯანყებაც მოჰყვა.
33 წლიანი მმართველობის პერიოდში სულთანი საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარების გაყინვის პოლიტიკით იყო ცნობილი.
იგი 1909 წელს ტახტიდან გადააყენეს და შიდაპატიმრობა მიუსაჯეს. 1912 წელს იგი ბეილერბეის სასახლეში გადავიდა, სადაც სიკვდილამდის დარჩა.
3
1948 წლის 10 თებერვალს ცნობილი რუსი რეჟისორი და სცენარისტი სერგეი ეიზენშტეინი ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა. მან პირველი ფილმი სახელწოდებით ”გაფიცვა” 1925 წელს გადაიღო. მის მიერ იმევე წელს გადაღებული ”ჯავშნოსანი პოტიომკინი”-ს ფილმით დიდი სახელი მოიხვეჭა. იგი გამოირჩეოდა ფილმის გადასაღები ადგილების შერჩევით და მონტაჟში ინოვაციური ხერხების დანერგვით. მან ”მსოფლიოს შემზარავი ათი დღე” და ”ივანე მრისხანე” ფილმების გადაღებით მსოფლიო კინოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა.
4
1954 წლის 10 თებერვალს თურქ პილოტს ალი სიპაჰის მეტად რთული რალი ჰქონდა. თურქეთში რალის ჩამომყალიბებელ ალი სიპაჰის მონტენეგროს საერთაშორისო რალიში ბოლო რბოლის დროს მანქანის უკანა ბორბალი მოძვრა, მაგრამ მან მაინც 3.300 კმ-ს გავლა მოახერხა, ეს კი დიდი წარმატების მიღწევა იყო. მან საავტომობილო სპორტი შვედეთში დაიწყო, მაგრამ მსოფლიო მაშტაბით მრავალ რალში იგი თურქეთის სახელით წარმატებით გამოდიოდა. 1965 წელს მან ”აკროპოლის რალში” პირველი ადგილი დაიკავა. 1980 წელს იგი ერთ-ერთ რალში ავარიის შედეგად გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები