დღეს ისტორიაში

9 თებერვალი

214892
დღეს ისტორიაში

1788 წლის 9 თებერვალს ოსმანეთ-რუსეთის ომში ავსტრიაც ჩაებმება. ეს ომი 1792 წლამდის გაგრძელდება და ავსტრია რუსეთის მხარეს დაიკავებს რა, მძიმე მარცხს იწვნევს ოსმანეთი. მხარეები ბოლოს ქუჩუქ ქაინარჯაში საზავო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ოსმანეთმა ეს ომი ბალკანეთში დაკარგული მიწების დასაბრუნებლად დაიწყო, მაგრამ, ინგლისმა და საფრანგეთმა მოატყუეს ოსმანეთი და არ დაეხმარნენ მას, რამაც გამოიწვია მისი დამარცხება. რუსეთ-ოსმანეთს შორის საბოლოდ ხელმოწერილი ზავით ყირიმი რუსეთს გადაეცა, ხოლო ანაპის ციხე ოსმანებს შერჩათ

1881 წლის 9 თებერვალს პეტერბურგში ცნობილი რუსი მწერალი თედორ დოსტოევსკი გარდაიცვალა. საშუალო განათლების დასრულების შემდეგ იგი არმიაში შევიდა, თუმცა მალე რომანების წერაზე გადავიდა და 1846 წელს პირველი რომანი კაცუნები გამოსცა. იგი ერთ ხანობას ციხეშიც ჩაჯდა და იქიდან გამოსვლის შემდეგ პეტერბურგში დასახლდა, სადაც დაწერა რომანები, დამცირებულნი და მკვდარი სახლის ჩანაწერები. შემდეგ მწერალი ევროპაში დაიწყებს მოგზაურობას და აქ დაწერს და გამოაქვეყნებს ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან, ძმები კარამაზოვები, დანაშაული და სასჯელი, მოთამაშე, იდიოტი, ეშმაკნი. ფილოსოფიური და სულიერი რომანების ავტორმა მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი და რეს მისი წიგნები მრავალი მილიონი ტირაჟითაა გამოცემული მსოფლიოს 170-მდე ენაზე. თეოდორ დოსტოევსკი 60 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და მის გასვენებაში დაახლოებით 50 ათასამდე კაცმა მიიღო მონაწილეობა

1934 წლის 9 თებერვალს იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში თურქეთმა, საბერძნეთმა, რუმინეთმა და იუგოსლავიამ ხელი მოეწერეს ბალკანეთის პაქტს, რომლის ხელმოწერაც მხარეებს უდიდეს წილად აიძულათ გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლამ, რადგან ისინი ბალკანეთსაც ემუქრებოდნენ. ეს პაქტი ამავე დროს მიზნად ისახავდა ბალკანეთის ქვეყნებისთვის ლოზანის სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებასაც და ხელმომწერ ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოწესრიგება-ნორმალიზებასაც. ბელგრადის პაქტით ხელმომწერ ამ 4 ქვეყანას პატივი უნდა ეცათ ერთმანეთის საზღვრებისა და სუვერენიტეტისათვის, ხოლო რომელიმე უცხო ქვეყნის მიერ ამ ხელმომწერი რომელიმე ქვეყნის საზღვრის ხელყოფის შემთხვევაში მათ ერთობლივად უნდა გაეცათ პასუხი მომხვდურისათვის. ამ პაქტმა იმოქმედა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდის, ხოლო შემდეგ უკვე ძალადაკარგულად გამოცხადდა

1986 წლის 9 თებერვალს ჰალეის სახელწოდების კომეტა ყველაზე ახლო მანძილზე დაუახლოვდა მზეს და მე-20 საუკუნეში ჰალეის ასე ახლო მანძილზე დაახლოების მეორე ფაქტი დაფიქსირდა. ამ კომეტაზე დაკვირვებებს ცნობილი ასტრონომი ედმუნდ ჰალეი აწარმოებდა და სწორედ მის საპატივსაცემოდ დაარქვეს ასე. სხვათა შორის ეს არის ერთადერთი კომეტა, რომელიც ცაზე ხილული შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ჰალეი საშუალოდ 75 წელიწადში ერთხელ უახლოვდება მზეს და მომდევნო ასეთი დაახლოება 2061 წელს მოხდება

1993 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა ცნობილი თურქი ავტომრბოლელი რენჩ კოჩიბეი. იგი მორიგი ტურნირისათვის ემზადებოდა და ამ მიზნით საცდელ რბოლებს ასრულებდა ქალაქ იზმითის მახლობლად, მაგრამ, ავტოავარია განიცადა და წუთისოფელს გამოემშვიდობა. იგი თურქეთის პირველ პილოტად ითვლება და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან დაუდო სათავე თურქეთში რალის, რადგან, ჯერ მოტოციკლეტების, შემდეგ კი ავტორბოლების შეჯიბრებებში გამოდიოდა. 1968 წელს იგი თურქეთის, 1984 წელს კი ბალკანეთის ჩემპიონი გახდა. ორი წლის შემდეგ კი, ესე იგი 1986 წელს დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო Mitsubishi-ის მძღოლად. 51 წლის ასაკში გარდაცვლილი რენჩ კოჩიბეი პირველი თურქი პილოტი გახდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარიზი-დაკარის რალიში

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები