დღეს ისტორიაში

8 თებერვალი

214888
დღეს ისტორიაში

 

1904 წლის 8 თებერვალს იაპონიის არმია თავს დაესხა ქალაქ პორტ-არტურის ნავსადგურში ღუზა ჩამოშვებულ რუსულ ფლოტს, რითაც სტარტი მიეცა რუსეთ-იაპონიის 2 წლიან ომს. რუსეთი მე-20 საუკუნის დასაწყისშიც აგრძელებდა დაპყრობით პოლიტიკას და შორეულ აღმოსავლეთში დამკვიდრებას ცდილობდა. მანჯურიის ანექსიით მას იაპონიასთან დაძაბულობა წარმოექმნა, რაც შემდეგ ომში გადაიზარდა და თითქმის ყველა ფრონტზე იაპონიას ჰქონდა უპირატესობა. ამან რუსეთი 1905 წლის რევოლუციურ აჯანყებამდე მიიყვანა და რუსეთის მეფე ნიკოლოზ მეორე იძულებული გახდა იაპონიასთან საზავო ხელშეკრულება დაედო. აშშ-ს იმ დროინდელი პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შუამავლობით ჩატარებული შეხვედრების დროს იაპონიას სამხრეთ მანჯურია და ზოგიერთი პორტები გადაეცა, ხოლო რუსეთს კი ზემო მანჯურია

1951 წლის 8 თებერვალს პირველმა თურქმა მფრინავმა ქალმა საბიჰა გოქჩენმა, რომლის სახელსაც ატარებს დღეს სტამბოლის ერთ ერთი საერთაშორისო აეროპორტი და რომელიც მსოფლიოში პირველ სამხედრო მფრინავ ქალს წარმოადგენს, კორეის ომში მონაწილეობის მიღების მიზნით განცხადება შეიტანა. ათათურქის შვილობილი ქალის მხრიდან ასეთი სურვილის განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია იმ დროინდელ მსოფლიოში და ამერიკული და დასავლური პრესა ფართოდ გამოეხმაურა მუსლიმანურ თურქეთში სამხედრო ქალი პილოტის არსებობას, როცა ამ დროს არც ევროპაში და არც ამერიკის არმიაში არ მსახურობდნენ მფრინავი ქალები და ამიტომაც გოქჩენს უარი უთხრეს ომში მონაწილეობაზე. მან ჯერ ყირიმის სამხედრო მფრინავთა სასწავლებელი, შემდეგ კი ესკიშეჰირის სასწავლებელი დაასრულა და ასე გახდა მთელს მსოფლიოში პირველი საბრძოლო პილოტი ქალი. 1996 წელს იგი ამერიკაში მიიწვიეს და საჰაერო საშტაბო კოლეჯში ყველაზე პრესტიჟული ავიაციის ჯილდო გადასცეს, რომელიც მის გარდა დღემდის არც ერთ სხვა ქალს არ მიუღია

1963 წლის 8 თებერვალს ერაყში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ბაასელი ოფიცრების ამ აჯანყებას აბდუსსელამ არიფი მეთაურობდა და მათ დაამხეს რა აბდულქერიმ კასიმის ხელისუფლება, არიფს გადაეცა ქვეყნის მართვა. ამ უკანასკნელმა რადიკალური ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებელი არაბული რესპუბლიკის მშენებლობისა და არაბთა ლიგის დაფუძნების საკითხებში, გააერთიანა დაშლის გზაზე მყოფი ბაასის პარტია, სახელწიფოს საკუთრებაში აიყვანა ბანკები და დიდი ფაბრიკა-ქარხნები, რითაც სტარტი მისცა სწრაფი ეკონომიკური განვითარების და აღორძინების პროგრამას. მაგრამ, არიფს არ დასცალდა ქვეყნის აყვავება, რადგან, 1966 წელს შვეულმფრენის კატასტროფაში მოჰყვა და დაიღუპა. მის მაგივრად ხელისუფლება აბდურრაჰმან არიფს გადაეცა

2004 წლის 8 თებერვალს წუთისოფელს გამოემშვიდობა ცნობილი თურქი როკ მუსიკოსი ჯემ კარაჯა. სწორედ იგი ითვლება თურქული როკის ერთ ერთ პირველ დამფუძნებელთაგან. ხრინწიანი ბოხი ხმის მქონე ჯემ კარაჯას მღერის უნიკალური სტილი გააჩნდა და თავის სიმღერებში პოლიტიკურ და სოციალურ თემებსაც ეხებოდა. იგი სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა ანსამბლებში, აპაშლარში, კარდაშლარში, მოგოლლარში და დერვიშანში მღეროდა. 2000-იან წლებში ჯემ კარაჯა ლეგენდარული ბარიშ მანჩოს მიერ შექმნილ ანსამბლ კურტალან ექსპრესს შეუერთდება. კარაჯამ თურქეთის შემდეგ ყველაზე მეტი კონცერტი გერმანიაში ჩაატარა და მთლიანობაში 20 ალბომი გამოსცა. ჯემ კარაჯას სახელი დაუვიწყარია და მარად იცოცხლებს როკის მოყვარულთა გულებში

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები