რადიოაქტიური დაბინძურება (გადაცემა ამის ცოდნა სასარგებლოა 5/2015

რადიოაქტიური დაბინძურება (გადაცემა "ამის ცოდნა სასარგებლოა" 5/2015)

211064
რადიოაქტიური დაბინძურება (გადაცემა ამის ცოდნა სასარგებლოა 5/2015

რადიოაქტიური დაბინძურება (გადაცემა "ამის ცოდნა სასარგებლოა" 5/2015)

რადიოაქტიური დაბინძურება, რადიოაქტიური ნივთიერებების უნებლიეთ გარემოში გაფანტვას ეწოდება. რადიოაქტიური ნივთიერებების მიერ გაფანტული ელექტრონები ჰაერს, წყალს, მიწას და ცოცხალი ორგანიზმების სხეულებს ერევა და შეუქცევადი ზიანის მიყენებას იწვევს. ბუნებრივ ბალანსში ნივთიერებების ატომის სტრუქტურის დამრღვევი რადიოაქტიური ნივთიერებები ადამიანის უჯრედებზე მოქმედებენ და ისეთ დაავადებებს იწვევენ, რომელთა განკურნებაც შეუძლებელია.

განვითარებულ ტექნოლოგიასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნილება ელექტრო ენერგიაზე, რომლის დასაკმაყოფილებლადაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა ბირთვულმა ენერგიამ. მაგრამ ბირთვული ენერგო სადგურები რადიოაქტიური დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სადგურებთან ერთად ბირთვული იარაღის ფაბრიკები და რადიოაქტიური ნივთიერებების ნარჩენებიც დაბინძურებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. რადიოაქტიურ დაბინძურებას იწვევენ ასევე ზოგიერთ ტრანსპორტში გამოყენებული ბირთვული საწვავები და სამედიცინო მიზნით გამოყენებული რადიოაქტიური იზოტოპები.

მსოფლიოში დაახლოებით 50 წელია სამხედრო მიზნებისა და ენერგიის საწარმოებლად ბირთვული ცდები ტარდება. ამერიკის ნევადის უდაბნოში, ყაზახეთის უდაბნოებსა და წყნარ ოკეანეში ჩატარებულმა ცდება მნიშვნელოვანი დოზის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვიეს. რადიოაქტიური ნივთიერებები მხოლოდ ცდების რეგიონებზე კი არა ჰაერსა და წყალში შერევით შორეულ რეგიონებზეც ახდენენ გავლენას.

აშშ-ის მიერ იაპონიის წინააღმდეგ გამოყენებული ბირთვული იარაღის გავლენამ აჩვენა რამდენად მძიმე ზიანის მოტანა შეუძლიათ რადიოაქტიურ ნივთიერებებს.
1986 წელში უკრაინაში, ჩერნობილის ბირთვულ სადგურზე მომხდარი ავარია კიდევ ერთი მაგალითია იმისა რამდენად საზიანოა რადიოაქტიური დაბინძურება. ჩერნობილის ბირთვულ სადგურზე მომხდარმა აფეთქებამ მთელს მსოფლიოზე იმოქმედა და მისი გავლენა დღესაც გრძელდება. აფეთქების შემდეგ გაფანტულმა რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა უამრავი ადამიანის და ცხოველის სიკვდილი და დაავადება გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები