პოლიეთილენის პარკები (გადაცემა "ამის ცოდნა სასარგებლოა" 4/2015)

პოლიეთილენის პარკების გამოყენება და მის მიერ გარემოს დაბინძურება (გადაცემა "ამის ცოდნა სასარგებლოა" 4/2015)

207617
პოლიეთილენის პარკები (გადაცემა "ამის ცოდნა სასარგებლოა" 4/2015)

პოლიეთილენიპარკების გამოყენება და მის მიერ გარემოს დაბინძურება (გადაცემა "ამის ცოდნა სასარგებლოა" 4/2015)

პოლიეთილენისა და პლასტიკური ნივთიერებების შემცველი პარკები ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მზადდება. პოლიეთილენის პარკებზე გარემო პირობები და ტენი არ მოქმედებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს მიერ დიდი რაოდენობით გამოყენებული პოლიეთილენის ცელოფნები საკამოდ უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე.

პოლიეთილენის ცელოფნები:
- იმის გამო, რომ იგი ნავთობპროდუქტებისაგან არის დამზადებული CO2 გაზის გამოყოფას ზრდის და აჩქარებს გლობალურ დათბობას
- ერთვება კვების ჯაჭვში და საფრთხეს უქმნის ცოცხალ არსებებს
- ზღვების, ტბებისა და მდინარეების დაბინძურებას იწვევს და ვნებს მასში მცხოვრებ ცოცხალ არსებებს
- ხილისა და ბოსტნეულის გადასატანად გამოყენებისას უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე
- წარმოებისას ბუნებრივი რესურსების შემცირებას იწვევს
ამგვარი მავნებლობის მიუხედავად, დედამიწაზე ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიარდი ცელოფნის წარმოება ხდება და ერთ წუთში 1 მილიონი პარკი იყრება ნაგავში, რომელთაგანაც მხოლოდ 1 %-ის გადამუშავება ხდება დანარჩენი კი გარემოს ანაგვიანებს.

პოლიეთილენის ცელოფნების ზიანი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ამისათვის ქსოვილის პარკები ან ბუნებაში 100 პროცენტით დანაწევრებადი პარკები უნდა გამოვიყენოთ და შეძლებისდაგვარად უნდა მოვერიდოთ პოლიეთილენის ცელოფნების გამოყენებას.

თურქეთში პოლიეთილენის ცელოფნის დიდი რაოდენობით გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მათი სავაჭრო ცენტრებში უსასყიდლოდ დარიგება გახლავთ. ზოგიერთ ქვეყანაში ამის აღსაკვეთად მისი უსასყიდლოდ გაცემა აკრძალულია, თუმცა გამოყენების შემცირების ყველაზე ეფექტური გზა პერსონალური მგრძნობელობა გახლავთ.

საყიდლებზე უკეთესია უპირატესობა მივანიჭოთ უვნებელ პარკებს, რომელთა განმეორებით გამოყენებაა შესაძლებელი და გამოყენებული პოლიეთილენის ცელოფნების გადასამუშავებელ ყუთებში ჩაყრით შეგვიძლია გარემოს დაცვასა და მსოფლიოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები