ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 43

აიდინის თერმული წყლები

172423
 ჯანდაცვა და ტურიზმი თურქეთში 43

 

ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის თერმული კურორტების გაცნობას, რითაც ძალზედ მდიდარია თურქეთია და ამ მხრივ რეგიონის ერთ ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოთაგანსაც წარმოადგენს, სადაც მინერალური წყლებით და ტალახებით მკურნალობა უძველესი დროიდან მოდის. წინა პროგრამაში გესაუბრეთ ნევშეჰირის გეოთერმულ წყლებზე და კურორტებზე, დღეს კი ჯანდაცვის ტურიზმის სხვა განთქმულ კურორტს, ეგეოსის სანაპიროზე მდებარე აიდინს გაგაცნობთ და ამ მიზნით ოზლემ იალჩინის მხრიდან მომზადებულ მასალას შემოგთავაზებთ, რომელშიც იგი წერს:

დასავლეთ ანატოლიაში, კონკრეტულად კი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი აიდინი და ამავე სახელწოდების ოლქი, რომლის ადმინისტრაციულ ცენტრს სწორედ ქალაქი აიდინი წარმოადგენს და ქუშადასთან ერთად იგი რეგიონის მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. ამ უძველესი ქალაქის ისტორია ჩ.წ.-მდე 6 ათასიან წლებში იწყება და საერთოდ აიდინის ოლქშია განლაგებული ყველაზე მეტი ანტიკური ქალაქი და მათი ნასახლარები, რომელთა უმრავლესობა გამომზეურებულია და ესეც იწვევს ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტს. ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე ცივილიზაციის ყველაზე ლამაზ ხეობას უწოდებდა აქაურობას, რადგან, სწორედ ამ რეგიონში მდებარეობდნენ ანტიკური ეპოქის ეკონომიკურად და კულტურულად ყველაზე განვითარებული ქალაქები აფროდისიასი, მილეთოსი, ალინდა, დიდიმი, ნისა, პრიენი და მაგნეზია. თავისი ცნობილი პირებითაც განთქმული იყო აიდინი. სწორედ აქ დაიბადნენ და მოღვაწეობდნენ ანტიკური ეპოქის ისეთი განთქმული პირები, როგორებიც იყვნენ ფილოსოფოსი თალესი, ანაქსიმენდერი და ანაქსიმენესი, ისტორიკოსი და მოგზაური ჰეკატაისი, ინჟინერი და არქიტექტორი ჰიპპოდამუსი და ისიდორე

ანტიკური ქალაქებიდან კი ყველაზე განთქმული აფროდისიასი იყო. ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს ქალაქი სახელწოდებას სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთ აფროდიტესგან იღებს. დღეს მრავალი არქიტექტურული ძეგლის ნანგრევია შემორჩენილი ამ ქალაქში, რომელიც ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ისტორიკოსთა აზრით ეს ქალაქი აშენებულია ჩ.წ.-მდე მე-2 ან პირველ ასწლეულში და რეგიონის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს წარმოადგენდა. ამ ანტიკურ ქალაქში არქეოლოგებმა დღის შუქზე გამოიტანეს 10 ათას კაცზე გათვალისწინებული თეატრი, 30 ათას კაციანი სტადიონი, სადაც გლადიატორთა ბრძოლა მიმდინარეობდა, აბანოების კომპლექსი, აგორა, არისტოკრატთა უბანი და რაც მთავარია აფროდიტეს სახელობის ტაძარი, სადაც მსხვერპლშეწირვის რიტუალები სრულდებოდა და ეს ტაძარი 150 წლის განმავლობაში შენდებოდა. ყველაზე მეტად მაინც აქაური ქანდაკების სკოლა იყო განთქმული, რომელთა მხრიდან შესრულებული ძეგლები, ბიუსტები თუ დეკორაციები ამშვენებდნენ რომსაც და იტალიის სხვა ქალაქებსაც. აქ აღმოჩენილი მრავალი ქანდაკება დღეს აიდინის აფროდიტეს სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმსაც ამშვენებს. მოკლედ, აქაურმა ხელოვანებმა სათავე დაუდეს ხელოვნებაში ახალ სკოლას, რომელსაც აფროდიტეს სტილს ეძახოდნენ. აქვე მოღვაწეობდნენ ასევე იმ დროის უდიდესი მოაზროვნე ალექსანდრე, პოეტი ხარიტონი და ექიმი ქსენოკრატესი

ამ ისტორიული ექსკურსის შემდეგ ახლა გავეცნოთ აიდინის მინერალურ და თერმულ პოტენციალსაც, რომლითაც ასევე ძალზედ მდიდარია ეს ოლქი. მათ შორის კი ყველაზე განთქმულებს ქუსადასის დავუთლარ კაპლიჯასი და გერმენჯიკის ლანგულლუ წარმოადგენენ. როგორც ზემოთაც ვთქვით აიდინი ტურისტულ რეგიონს წარმოადგენს და აქ მწვანე, ლურჯი და ცისფერები ერთმანეთშია არეული. დავუთლარის კაპლიჯას თერმული წყლის ტემპერატურა + 42 გრადუსს შეადგენს, მრავლად შეიცავენ ნატრიუმის ფტორს, ფტორის მსგავს წყალში შერეულ თერმო მინერალებს, რაც გამოიყენება როგორც რევმატიულის, ეგზემას და სხვა დაავადებების მკურნალობაში, ასევე წონის დაკლებაშიც. რაც შეეხება ალანგულლუს კაპლიჯას, იგი დიდი მენდერესის აუზში მდებარეობს და გარშემო უღრანი ტყეები აკრავს. აქაური თერმული წყლების ტემპერატურა 65-72 გრადუსს შორის მერყეობს და ძირითადად გოგირდს, ქლორს და ბიკარბონატებს შეიცავს რა, გამოიყენება როგორც რევმატული და ნევროლოგიური დარღვევების, ასევე კანის დაავადებების მკურნალობაში. მოკლედ, აიდინი თავისი თერმული კურორტებითა და ანტიკური ქალაქებით თქვენ გელით, წერს ოზლემ იალჩინი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები