თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 89

ნატოს უელსის სამიტი და მიღებული დადგენილებები

134346
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 89

ნატოს მორიგი სამიტი 4-5 სექტემბერს უელსში შესდგა და ეს იყო ყველაზე წარმომადგენლობითი სამიტი, რადგან, 28 წევრის გარდა მასში მონაწილეობა მიიღო კიდევ 30-მდე ქვეყნის უმაღლესმა პირმა, მოკლედ, სულ 60-მდე ქვეყნის და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ამ სამიტში, რომელზედაც 4 დადგენილება იქნა მიღებული. ამათგან პირველი ითვალისწინებს 5 ათას კაციანი სასწრაფო რეაგირების ჯგუფის შექმნას, რომელიც ევროპის შუაგულში განლაგდება. მეორე იყო რუსეთ-უკრაინას შორის მორიგი მორატორიუმის მიღება. მესამე დადგენილებით ერაყ-სირიის ისლამური სახელმწიფო ორგანიზაცია IŞİD-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 10 წევრიანი კოალიციის შექმნა. ბოლო, მე-4 დადგენილებით კი რეგიონში თურქეთის როლი და მნიშვნელობა იქნა განსაზღვრული. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყო ასევე თურქეთის ახალი პრეზიდენტის ერდოღანის პირისპირი შეხვედრა თავის ამერიკელ კოლეგა ობამასთან, რითაც თურქეთის ხიდის როლი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ახლიდან გამოიკვეთა, ხოლო ამის პარალელურად ახლიდან გაძლიერდება ორი ქვეყნის ურთიერთობები და თანამშრომლობა მრავალ სფეროში
ახლა ამ თემაზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რამდენიმე ათწლეულია რაც ნატო წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე უდიდეს, ძლიერ და გამოცდილ ორგანიზაციას და იგი ასეთი გახადა აშშ-ს და ევროპის ქვეყნების სამხედრო, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და ტექნოლოგიურმა სიძლიერემ. სწორედ მისი წვლილის შედეგია ევროატლანტიკურ სივრცეში მუდმივი სტაბილურობის დამყარება, უსაფრთხოების დაცვა და კეთილდღეობის ამაღლება. მართლაც და ცივი ომის წლებში ამ ორგანიზაციამ სრულიად დაიცვა თავისი წევრების უსაფრთხოება და 1949 წლიდან დაწყებული რიგ წარმატებებსაც მიაღწია. თუმცა წარუმატებლობაც ჰქონია და ამათგან განსაკუთრებით გამოვყოფდი ამ ბოლო წარუმატებლობებს, რომელიც გამოჩნდა ჯერ უკრაინა-რუსეთის კრიზისის დროს და რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპირებისას, ხოლო შემდეგ კი ერაყსა და სირიაში მოქმედი რადიკალური IŞİD-ის მიერ სირიასა და ერაყში მრავალი დასახლების ოკუპირებისას. დიახ, მართალია უკრაინა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ, მის მხარეზე დგას ამ ალიანსის ყველა წევრი და რა სამწუხაროა, რომ ამის მიუხედავად რუსეთმა არაფრად ჩააგდო მათი სიტყვიერი მუქარები და ეკონომიკური სანქციები რა, დაიპყრო ყირიმი. უელსის სამიტზე მართალია რუსეთ-უკრაინას შორის მორატორიუმი მიიღეს და შეიძლება ბოლო წერტილი დაესვას სისხლისღვრას, მაგრამ, ეს ვერ დაუბრუნებს უკრაინას ყირიმს

ნატოს ბოლო მეორე წარუმატებლობა კი სირიის კრიზისის ფონზე გამოჩნდა. ცნობილია ისიც რომ, სირიის კრიზისის წარმოქმნაში და მის განვითარებაში პირდაპირი თუ ირიბი სათანადო წვლილი შეიტანეს ალიანსის ზოგიერთმა წევრებმა, მაგრამ, როცა სირიამ რამდენჯერმე ხელყო ნატოს წევრი თურქეთის საზღვრების უსაფრთხოება და მისი ერთი გამანადგურებელიც კი ჩამოაგდო, მან არ აამოქმედა ნატოს შიდა წესდების მე-5 მუხლი, რომელიც ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმას მთლიანობაში მასზედ თავდასხმას აღიქვამს და ამ შემთხვევაში თურქეთის ავტომატურად დაცვა უნდა განხორციელებულიყო, რაც სამწუხაროდ არ მოხდა და ნატომ არ შეასრულა თურქეთის წინაშე არსებული ვალდებულება. ნატომ თურქეთის მაგალითზე მე-5 მუხლის მაგივრად მე-4 მუხლი აამოქმედა, ზეპირი დეკლარირება მოახდინა თურქეთის დაცვისა და შემდეგ მის სირიასთან საზღვარზე თავდაცვის სისტემა, პატრიოტის ტიპის რაკეტები განალაგა, რაც ანკარამ არა საკმარისად ჩათვალა

ნატოს ასეთმა უმოქმედობამ თავისი წევრი თურქეთის მიმართ გაათამამა და გააძლიერა სირიაში მოქმედი რადიკალური ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაცია, რომელიც შეტევაზე გადავიდა ჯერ სირიაში, შემდეგ კი ერაყში და დაიპყრო რა ვრცელი ტერიტორიები, ხალიფატის შექმნაც გამოაცხადა. ეს კი ისევ და ისევ ნატოს მხრიდან მთელი რამდენიმე თვის განმავლობაში იშიდის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიუღებლობამ გამოიწვია. როცა იშიდელებმა ამერიკელი ჟურნალისტების თავის დაჭრა დაიწყეს, მხოლოდ მაშინ მოვიდნენ გონს და მიხვდნენ დაშვებულ შეცდომას რა, უელსის სამიტზე რადიკალისტების წინააღმდეგ ბრძოლისათვის 10 წევრიანი კოალიციის შექმნის დადგენილება მიიღეს, ასე რომ, მალე შეიძლება იშიდის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციაც დაიწყონ, რადგან, უკვე ორ კვირაზე მეტია რაც ამერიკა საჰაერო დარტყმებს ახორციელებს IŞİD-ის ობიექტებზე, საკმარისი ზიანიც მიაყენა და მრავალი დაპყრობილი დასახლებიდან გასვლაც აიძულეს. ობამას თქმით რადიკალისტების წინააღმდეგ ბრძოლისათვის შესაქმნელ კოალიციაში მნიშვნელოვან როლს დააკისრებენ თურქეთს, მაგრამ, თუ რას კონკრეტულად, ამის შესახებ ჯერ ჯერობით არაფერი უთქვია და ამიტომ ამ საქმეში გრძელდება გაურკვევლობა.

ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყო პენტაგონის შეფის ჩაკ ჰეგელის თურქეთში ვიზიტი, რადგან, ამერიკა გაგებით შეხვდა თურქეთის თხოვნას და ჰეგელმა არ დააძალა ანკარას ისლამური სახელმწიფოს მილიტანების წინააღმდეგ შესაქმნელ კოალიციაში შესვლა, რადგან 3 თვეზე მეტია რაც IŞİD-ს მძევლად ჰყავს ერაყის ქალაქ მოსულში მოქმედი თურქეთის საკონსულოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, სულ 49 კაცი და თუ თურქეთი კოალიციაში შევა, მაშინ, რადიკალისტები ყველა მძევალს მოკლავენ. მეორეს მხრივ კოალიციამ შეიძლება იშიდის და სხვა ტერორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთს მისი აეროპორტების გამოყენება სთხოვოს, მაგრამ, ანკარა ამაზეც შეიძლება არ დათანხმდეს, რადგან ამან შეიძლება თურქეთიც ჩაითრიოს რეგიონალურ ცხელ ან ცივ ომში. მესამეს მხრივ დასავლეთმა თურქეთს არ უნდა მოსთხოვოს ისეთი სტრატეგია, რაც მას რეგიონის ქვეყნებს დააპირისპირებს და მეოთხეც რადიკალისტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ამ მდგომარეობით არ უნდა ისარგებლონ და არ უნდა გაძლიერდნენ რეგიონის სხვა ისეთი აქტიორები, რომელთა გაძლიერების წინააღმდეგია ანკარა და აქ უპირველესად ესადის ხელისუფლება იგულისხმება, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააღმავოს არასტაბილურობა რეგიონში, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები