უმაღლესი განათლება თურქეთში - 36

გაგაცნობთ თურქეთის საავიაციო უნივერსიტეტს

134049
უმაღლესი განათლება თურქეთში - 36


გამარჯობათ. ბოლო ორ გადაცემაში, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში დიდი წარმატებების მქონე, ბაშქენთის უნივერსიტეტი გაგაცანით. დღეს კი სრულიად განსხვავებულ სფეროში სპეციალიზებულ უნივერსიტეტს, თურქეთის საავიაციო უნივერსიტეტს გაგაცნობთ.

მეგობრებო, ამ კვირაში ისევ ანკარაში ვართ და ვსტუმრობთ თურქეთის საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ, უნსალ ბალს.

ჩვენი პირველი კითხვა ასეთია: როგორ შეიქმნა თურქეთის საავიაციო უნივერსიტეტი და რა არის მისი მიზანი.

უნსალ ბალი - „თურქეთის საავიაციო უნივერსიტეტი 2011 წლის 3 მარტს დაარსდა. იგი დაახლოებით სამ ნახევარი წლისაა, მაგრამ მისი ფესვები 1925 წლამდე მიდის. როგორ? 1925 წელში ათათურქმა განაცხადა, რომ „მომავალი ცაშია“ და თურქეთის საავიაციო ორგანიზაცია დააარსა. ამის შემდეგ კი ამ ორგანიზაციამ თურქეთის საავიაციო უნივერსიტეტი შექმნა. ამის გამო ჩვენი უნივერსიტეტი ოფიციალურად 2011 წელში შეიქმნა, მაგრამ ინტელექტუალური და ფიზიკური გამოცდილებებით შეიძლება ვთქვათ, რომ იგი 1925 წელში დაარსდა, რადგანაც ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები მსოფლიოს არც ერთ საავიაციო და კოსმოსური მეცნიერებების უნივერსიტეტს არ გააჩნია. ჩვენ ვფლობთ 4 აეროპორტს, ათობით ანგარსა და 80-მდე თვითმფრინავს. თუ მსოფლიოში არსებულ უნივერსიტეტებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მსგავსი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ და ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საამაყოა. სტუდენტებს სამ ნახევარი წელია ვიღებთ. ამჟამად ჩვენს უნივერსიტეტში განათლებას 2000-მდე სტუდენტი იღებს. მათმა ერთმა ნაწილმა წელს სასწავლებელი დაამთავრა. მომდევნო წლიდან სამაგისტრო განყოფილების სტუდენტებიც დაამთავრებენ უნივერსიტეტს“.

რატომ თურქეთის საავიაცო უნივერსიტეტი?

უნსალ ბალი - „საავიაციო და კოსმოსური მეცნიერებები ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით, თურქეთში ეს სექტორი ბოლო 10 წელში შვიდ ნახევარჯერ გაიზარდა. შემიძლია ასეთი მაგალითის მოყვანაც: „2001-2002 წელებში თურქეთის აეროპორტების რაოდენობა 21 იყო, დღეს კი 54-ია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროვინციაში თითო აეროპორტი გვაქვს. ეს ციფრები გვიჩვენებს რამდენად გაიზარდა ეს სექტორი. არის თუ არა სექტორის ზრდა მომავალშიც შესაძლებელი? დიახ. დედამიწა უკვე ადამიანებს აღარ ჰყოფნით. ადამიანს ცაში ასვლა სურს, კოსმოსში ასვლა უნდა. იქ უნდა ადგილის დაკავება. და, რა თქმა უნდა, თურქეთის ავიაციის უნივერსიტეტი კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ცაში ადგილის დაკავება სურს“.

სტუდენტებს უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტებზე შეუძლიათ სწავლა?

უნსალ ბალი - „უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი, 2 პროფესიული უმაღლესი სკოლა, მთლიანობაში კი 13 განყოფილება გვაქვს და ისინი ყველა ავიაციასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ავიაბილეთის გამყიდველი პერსონალიც კი ჩვენთან იღებს განათლებას. თვითმფრინავის ბორტის გამცილებლებიც, რომლებიც მომღიმარი გხვდებიან თვითმფრინავებში, ჩვენთან სწავლობენ. თვითმფრინავში ჩაჯდომის შემდეგ იგი მოძრაობას იწყებს, ამ მოძრაობის დასაწყებად მიწაზე საჭიროა გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ეს პერსონალიც ჩვენთან აღიზრდება. გარკვეული დროის შემდეგ პილოტების განყოფილებიდან გესალმებიან. ეს მთავარი და დამხარე პილოტები განათლებას სწორედ ჩვენთან, თურქეთის საავიაციო უნივერსიტეტში იღებენ. საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლები, თვითმფრინავის მოვლა-შეკეთების მწარმოებელნიც, ჩვენთან სწავლობენ. აერო ინჟინრები, ასტრონავტები და ასე შემდეგ, სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე იღებენ განათლებას“.

დღეს საუბარს ამით ვასრულებთ, მომდევნო პროგრამაში თურქეთის ავიაციის უნივერსიტეტზე საუბარს ისევ გავაგრძელებთ, დღეს კი ამით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.

 


საკვანძო სიტყვები: #საავიაციო უნივერსიტეტი

მსგავსი ინფორმაციები