თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 87

თურქეთის ადგილი მსოფლიო სისტემაში

118614
თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 87


ამ ბოლო საუკუნეებში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და საუბრობენ თურქეთის მსოფლიო სისტემაში ადგილსა და როლზე და ამ თემაზე კამათი დაიწყო ჯერ კიდევ ოსმანეთის ეპოქიდან რა, გაგრძელდა თურქეთის რესპუბლიკის ეპოქაში. ამ კამათში კი ჩართულნი არიან როგორც თურქი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები, ასევე მსოფლიო ანალიტიკოსები და პოლიტოლოგებიც. ხსენებული მოკამათეების შეხედულებები კი შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს. პირველი ჯგუფის აზრით, რომელსაც მოდერნისტებს ეძახიან, თურქეთი თანამედროვე სახელმწიფოს წარმოადგენს და იგი ევროპული და დასავლური მიმართულებისაა. მეორე ჯგუფის მიხედვით თურქეთი ისლამური სამყაროს და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოს წარმოადგენს და ამ პოზიციას იცავენ კონსერვატორები და ისლამისტები. მესამე ჯგუფი კი ფიქრობს, რომ თურქეთი ერთად ატარებს დასავლეთ/მოდერნისტულ და ისლამურ ღირებულებებს, ამიტომაც იგი ორივე სამყაროს მიეკუთვნება. არსებობს უმცირესობების ერთი ნაწილიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თურქეთი მარქსისტულ-ლენინურ ბლოკში უნდა იყოს, ანდა ეს სახელმწიფო იზოლირებული უნდა იყოს დანარჩენი მსოფლიოსგან. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ მარმარას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის თანამშრომლის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

კამათები თურქეთის მსოფლიო სისტემაში ადგილის შესახებ ახლიდან დაიწყო 2000-იან წლებში, როცა ეს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი გახდა. ამ დროს ანკარამ მართლაც მრავალი პროდასავლური რეფორმა განახორციელა, შექმნა ევროკავშირთან ინტეგრაციის სამინისტროც და დაიწყო დემოკრატიული და სამართლებრივი გარდაქმნები, რომლებითაც თურქეთი კიდევ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა, სადაც კანონის უზენაესობა იქნებოდა და სწორედ ამას მოითხოვს ანკარისგან ევროკავშირის კრიტერიუმებიც და ზემოთხსენებული პირველი ჯგუფის ადამიანებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თურქეთი დასავლური ორიენტაციის უნდა იყოს. მათივე აზრით თურქეთი უკვე ნატოს და მრავალი სხვა ევროპული და დასავლური ორგანიზაციის წევრია და ამიტომ აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირშიც. ამ ჯგუფის მოკლე კლიშე ასეთია: თურქეთი ევროკავშირისკენ უნდა იყურებოდეს, მაგრამ, ზურგი აღმოსავლურ და ისლამურ სამყაროს უნდა მიაყრდნოს
რა თქმა უნდა ასეთი ხედვაც არასწორია და უკმარისია, რადგან, თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანება არ უნდა ფარავდეს მის გეოპოლიტიკურ, ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებს. მართლაც და ეს ქვეყანა თავისი ყველანაირი განვითარებით, რელიგიური თავისებურებებით და სხვა კრიტერიუმებით ყოველთვის წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთის და საერთოდ ისლამური სამყაროს წევრს, რის დასტურია თუნდაც მისი ისლამის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრული წევრობაც, რომელშიც იგი ყველაზე აქტიურს წარმოადგენს. და ეს ლოგიკურიც არის, რადგან, თურქეთი სრულიად ვერ დაივიწყებს და ვერც უარს იტყვის თავის ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებზე

სამაგიეროდ ამ ორი, ე.ი. დასავლური და ისლამური ფასეულობების ერთდროულად გამოყენებით თურქეთი გლობალურ აქტიორად იქცევა და სწორედ ფაქტიურად ამას გულისხმობენ ახლო აღმოსავლეთელების ჯგუფელები. მათი აზრით ერთდროულად პროდასავლური და პროაღმოსავლური მოძრაობა თურქეთმა დაიწყო ოზალის პრეზიდენტობისას, ხოლო განვითარება ჰპოვა დემირელის და გიულის ეპოქებში, როცა ანკარამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დასავლეთ სამყაროშიც და აღმოსავლეთშიც და ორივესთან გარკვეული დაახლოება მოახდინა და გარკვეული დისტანციაც გადალახა.
აქ შეიძლება უფრო წინ წავიდეთ და ვთქვათ, რომ ანკარამ საკაცობრიო და ისლამური ღირებულებები ერთ წერტილში გააერთიანა კიდეც, რადგან, ორივე სამყაროს ფასეულობები მშვიდობის, თანადგომის, სოლიდარობის, ჰუმანიზმის საკითხებში სრულიად ემთხვევა ერთმანეთისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის მთავარი პრინციპები და ფილოსოფია, ერთი ერთზე ემთხვევა ისლამის სტრატეგიას, პრინციპებს და საფუძვლებს, ხოლო ამ ორივე სამყაროს ყველაზე მთავარ სურვილთაგანს წარმოადგენს თურქი ხალხის ბელადის ათათურქის სიტყვებითაც რომ ვთქვათ: მშვიდობა მამულში, მშვიდობა მსოფლიოში. ამ ფრთიან გამონათქვამს კი ანკარა ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებს, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ თურქეთი გაეროს ერთ ერთ დამფუძნებელთაგანს წარმოადგენს და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედსაც მშვიდობის შენარჩუნება-გამყარებას წარმოადგენს, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები