თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 83

ისლამის იმიჯის პრობლემები და მისი მიზეზები

78951
           თურქეთისა და მსოფლიოს დღიურიდან 83

ისლამისა და მუსლიმანობის მთელი მსოფლიოში არსებული იმიჯი ისლამური სამყაროს ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთაგანს წარმოადგენს. არა მუსლიმურ სამყაროში ეს იმიჯი დადებითადაც ხასიათდება და უარყოფითადაც. დასავლეთის ქვეყნებში მოსახლეობის ერთი ნაწილი ისლამურ რელიგიას კეთილმოსურნე, მშვიდობისმოყვარე, ჰუმანურ და ქველმოქმედ რელიგიად იცნობს და აღიარებს, ხოლო მეორე ნაწილი კი ბოროტ, აგრესიულ და ტერორისტულ რელიგიად მიიჩნევს. პირველები მართლები არიან, მაგრამ მეორენი სცოდავენ, რადგან ისლამი არის ყველაზე ჰუმანიტარული, ყველაზე პროგრესული და ყველაზე მორწმუნე რელიგია და მისადმი უარყოფითად განწყობილების მთავარი მიზეზია ამ რელიგიის პრინციპების უცოდინარობა

და მართლაც ისლამი შეიცავს ისეთ საკაცობრიო პრინციპებს და ღირებულებებს როგორებიცაა სიკეთე, მშვიდობა, ძმობა, სოლიდარობა, ქველმოქმედება, თანადგომა, თანაგრძნობა, ჰუმანიზმი და ა.შ. და ამ პრინციპებით ცხოვრებას ურჩევს თავის მრევლს. ამ ყველაფრის ყველაზე მკაფიო და კონკრეტული მაგალითი კი ახლახან განვლილი რამაზანობაა და მთელი ერთი თვის განმავლობაში მუსლიმანები მარტო მარხვას კი არ ინახავდნენ, არამედ მის პარალელურად სოციალური სოლიდარობის, მატერიალური და სულიერი მხარდაჭერის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ქველმოქმედების, ობლებისა და საპყარებისადმი ადამიანური დამოკიდებულების მრავალი მაგალითებიც აჩვენეს. ისლამური გაგება ნიშნავს სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობის გამოჩენას, მათი დარდებისა და ტკივილების გაზიარებას, მათი უბედურებისა და ტანჯვის შემცირებას და უკეთესი ცხოვრების რჩევას. აი აქედან გამომდინარე მდიდრებმა ღარიბების სასარგებლოდ ზექათი და ფიტრე უნდა გადაიხადონ, ე.ი. მატერიალურად და ფინანსურად უნდა დაეხმარონ. ისლამის ერთ მთავარ პრინციპს გაჭირვებაში ან დევნის ქვეშ მყოფების საკუთრებისა და სიცოცხლის დაცვა წარმოადგენს და ამ მიზნით ღარიბ-ღატაკთათვის უძველესი დროიდან მოყოლებული მათი დაცვის სისტემა იყო შექმნილი, რაც დღესაც გრძელდება და ამით რამაზან ბაირამობისა და თუ კურბან ბაირამის დროს ღარიბებისათვის გაწვდილი დახმარების ხელით ისინიც იმსუბუქებენ გაჭირვებულ მდგომარეობას. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქი პოლიტოლოგის, ილდირიმ ბეაზითის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის ლექტორის, პროფესორ რამაზან გოზენის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

ისლამური ღირებულებების შესახებ რაც უფრო მეტი მაგალითების მოყვანა შეიძლება, მაგრამ რა სამწუხაროა რომ თანამედროვე ეპოქაში ამ რელიგიის ღირებულებები მრავლად არის იგნორირებული, თანაც თვით ისლამური ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან. სწორედ ეს ქვეყნები და ორგანიზაციები უფუჭებენ ყველაზე მეტად ისლამს იმიჯს. ასეთ ნეგატიურ ასპექტებს კი სათავეში უდგას ჯიჰადი და მისი მოსურნე ქვეყნები და ორგანიზაციები. მაგალითად კი შეიძლება დავასახელოთ ჯიჰადის მოსურნე ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები, როგორებიც არის (Boko Haram, El Kaide, IŞİD) ბოკო ჰარამი, ელ-ქაიდე, იშიდი და ა.შ. ეს ორგანიზაციები ფიქრობენ რომ ისლამური ღირებულებების დაცვა-განვითარება და გავრცელება მხოლოდ ძალადობრივი გზით შეიძლება და ამიტომ მიმართავენ თავდასხმებს და ტერაქტებს, როცა ისლამი კატეგორიულად კრძალავს ყოველგვარ ძალადობას და სისხლისღვრას რა, მის მთავარ პრინციპთაგანს წარმოადგენს არა კაც ჰკლა, იგი კრძალავს ასევე ისლამის დაძალებით გავრცელებას. მოკლედ, შეიძლება ითქვას რომ ამ დასახელებულმა ორგანიზაციებმა ან არაფერი იციან ისლამური რელიგიის შესახებ, ანდა მავან მავანები მათ თავიანთი ინტერესებისათვის იყენებენ, რადგან, მათი აგრესიული ქმედებები სრულიად წინააღმდეგობრივ პოზიციაშია ისლამთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადიკალისტების ქცევა კონტრასტშია ისლამის პრინციპებთან და ამით დიდი დარტყმა ეყენება როგორც მუსლიმანთა იმიჯს, ამის პარალელურად მსოფლიო საზოგადოებრიობაში ისლამის საწინააღმდეგო უარყოფითი აზრების ფორმირებასაც ჰქმნის.

აქ შეიძლება ლოგიკური კითხვა დაისვას. ვინ, რა მიზნით და რატომ ჰქმნის ასეთ ორგანიზაციებს, რა უნდათ მათ, რა არის მათი საბოლოო მიზანი, რა როლს თამაშობენ ისლამური იმიჯის ფორმირებაში და ა.შ.

ასეთი რადიკალისტური ორგანიზაციები უპირველეს ყოვლისა იმას ფიქრობენ რომ აქტუალური პრობლემების გადაჭრა შეიძლება რადიკალიზმის და ძალადობის გზით. მათივე აზრით ისლამის მოთხოვნების განხორციელება არა პირდაპირ ყურანის ტექსტით უნდა მოხდეს, არამედ მისი ინტერპრეტაციით. ასე მაგალითად ყურანში წერია რომ ურწმუნოები და ურჯულოები ადგილზევე უნდა იქნენ მოკლულნი და აქ იგულისხმებიან კერპთაყვანისმცემლები, ცეცხლთაყვანისმცემლები, ე,ი, ღმერთის უარმყოფლები, მაგრამ, ხსენებული ორგანიზაციები კონიუნქტურის გათვალისწინების გარეშე ცდილობენ ამ კონტექსტის განხორციელებას და ამ ურჯულოების სიაში ახვედრებენ ყველა არა მუსლიმს, როცა ქრისტიანებს და მოსეს მიმდევრებს ყურანიც აღიარებს და მუჰამედიც, რადგან ისინიც მუსლიმანებივით მხოლოდ ღმერთს ეთაყვანებიან

მეორეს მხრივ ასეთი ორგანიზაციების შექმნას ხელს უწყობენ ისლამურ ქვეყნებში არსებული რელიგიური, ეროვნული, სოციალ-კულტურული, ეკონომიკურ-პოლიტიკური და სხვა უამრავი ცხოვრებისეული პრობლემები, მათ შორის ამერიკის და ისრაელის მხრიდან მუსლიმანურ ქვეყნებზე განხორციელებული აგრესიული ქმედებები, რაც იწვევს მუსლიმან ახალგაზრდებში უარყოფით რეაქციას არა მხოლოდ ამერიკისადმი, არამედ დასავლეთისადმი, ე,ი, ქრისტიანული სამყაროსადმი. ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითად შეიძლება დასახელდეს ასევე ისრაელის ქმედება ღაზის მიმართ.

მესამე და ყველაზე მთავარი კი ის არის რომ დასავლური პრესა და მედიასაშუალებები ხშირ შემთხვევებში ძალიან აზვიადებენ ისლამისტურ ორგანიზაციებს და ლიბერალებიც კი კაციჭამიად გამოჰყავთ რა, საშიშად აჩვენებენ მთელს ისლამურ რელიგიასაც და მის მრევლსაც, რაც საბოლოო ჯამში ისევ და ისევ ისლამის იმიჯზე მეტად უარყოფითად მოქმედებს. აი ეს ყველაფერი კი მანიპულაციის გარდა სხვა არაფერია, რადგან ისლამი როგორც ზემოთაც ვთქვით არის ყველაზე უწყინარი, ყველაზე ტოლერანტული და ყველაზე ჰუმანური რელიგია, წერს თურქი პოლიტოლოგი რამაზან გოზენი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები