საბერძნეთის 4 კუნძულზე სასწავლო პროცესი პარასკევამდე შეჩერდა

საბერძნეთის 4 კუნძულზე სასწავლო პროცესი პარასკევამდე შეჩერდა

2237042
საბერძნეთის 4 კუნძულზე სასწავლო პროცესი პარასკევამდე შეჩერდა

საბერძნეთის 4 კუნძულზე, ეგეოსის ზღვაში ბოლო დღეებში გაზრდილი სეისმური აქტივობის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი პარასკევამდე შეჩერდა.

საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზია ERT-ის ცნობით, ეგეოსის ზღვაში გაზრდილი სეისმური აქტივობის გამო კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრის ვასილის კიკილიასის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სანტორინის, იამურგის, ნიოზისა და ანაფიის კუნძულებზე სასწავლო პროცესი პარასკევამდე შეჩერდეს.

ახალ შეფასებამდე მოქალაქეებს სთხოვეს, არ შეიკრიბონ დახურულ სივრცეებში, არ მიუახლოვდნენ მიტოვებულ შენობებს, არ წავიდნენ სანტორინის კუნძულის ამუდიუს, არმენისის, კორფუსა და პალაიო ლიმენას სანაპიროებზე, სადაც მეწყერის საფრთხეა და დაცალონ საცურაო აუზები.

თავის მხრივ, სანტორინის კუნძულიდან გამავალი ყველა გემი და თვითმფრინავი მიწისძვრის შიშით კუნძულის დატოვების მსურველებით არის სავსე.



მსგავსი ინფორმაციები