რუსეთის პასუხი ამერიკას

რუსეთის პასუხი ამერიკას

2236937
რუსეთის პასუხი ამერიკას

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდება ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისადმი (OPEC) ნავთობის 'ფასების შემცირების' შესახებ მიუღებელია.

ალექსანდრ ნოვაკმა გუშინ გამართული OPEC+-ის შეხვედრის შესახებ, რომელშიც OPEC-ი და რუსეთი, ასევე სხვა ნავთობმწარმოებელი ქვეყნები მონაწილეობდნენ, კომენტარი გააკეთა რუსულ სახელმწიფო არხ Rossiya-24-ზე.

ნოვაკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნავთობის ბაზრების მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველთვიურად გააგრძელებენ მონიტორინგს, განაცხადა: „1 აპრილიდან დაწყებული წარმოების ეტაპობრივი ზრდის გრაფიკის შესაბამისად, 2023 წელს მიღებულ ნებაყოფლობით წარმოების შემცირებას 1,5 წლის განმავლობაში შევამცირებთ“.

ნოვაკმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ნავთობის ბაზრებზე ახალი გამოწვევები წარმოშვა და განაცხადა: „OPEC-ს მოუწოდეს ნავთობის ფასების შემცირებისკენ არაკონკურენტული გზით და ბაზრის წილის გასაზრდელად“.

ნოვაკმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ OPEC+-ის წევრები სრულად არიან ერთგულნი გაერთიანების ფარგლებში მიღწეული შეთანხმებებისა, განაცხადა: „გლობალურ ნავთობის ბაზარზე ხელოვნური და უსამართლო ჩარევის მცდელობები კატეგორიულად მიუღებელია“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას საუდის არაბეთს და OPEC-ის წევრ ქვეყნებს ნავთობის ფასების შემცირება მოსთხოვა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთის პასუხი ამერიკას

მსგავსი ინფორმაციები