ევროკავშირი აშშ-ს პასუხობს
ევროკავშირი აშშ-ს პასუხობს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ ევროკავშირისთვის ახალი საბაჟო ტარიფების დაწესების შემთხვევაში, მკაცრად უპასუხებენ.
ფონ დერ ლაიენმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული თავდაცვის საკითხებზე პირველი სამიტის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა თავდაცვასთან ერთად აშშ-სთან ურთიერთობების საკითხიც განიხილეს, განაცხადა: „ევროკავშირი მზად არის აშშ-სთან მყარი და კონსტრუქციული დიალოგისთვის, თუმცა ამავდროულად ვაცნობიერებთ აშშ-სთან ურთიერთობებში პოტენციურ სირთულეებს და ამისთვის მზად ვართ. როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ ან თვითნებურად გახდება სამიზნე, მკაცრად უპასუხებს“.
ფონ დერ ლაიენმა შეაფასა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კანადისა და მექსიკისთვის მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესების საკითხიც და განაცხადა: „ეს ტარიფები ზრდის ბიზნესის ხარჯებს, აზიანებს დასაქმებულებს და მომხმარებლებს. უმიზეზოდ აზიანებს ეკონომიკებს და ზრდის ინფლაციას. არ ვფიქრობთ, რომ აქედან რაიმე კარგი შედეგი გამოვა“.