ალექსანდრე ლუკაშენკომ 86,82%-იანი მხარდაჭერით კვლავ მოიგო
ალექსანდრე ლუკაშენკომ 86,82%-იანი მხარდაჭერით კვლავ მოიგო
2236950

ბელარუსში 26 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები ალექსანდრე ლუკაშენკომ 86,82%-იანი მხარდაჭერით კვლავ მოიგო.
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები გამოაცხადა.
განცხადების თანახმად, 85,69%-იანი აქტივობით გამართულ არჩევნებში 6 მილიონ 903 ათას 994-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
ხმების დათვლის შედეგად, მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ 5 მილიონ 136 ათას 293 ხმა მიიღო და 86,82%-ით გაიმარჯვა არჩევნებში.
ბელარუსის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ისტორიაში მეშვიდედ გამარჯვებულმა ლუკაშენკომ არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში უნდა დადოს ფიცი.