ტრამპმა ჰუსიტებს ტერორის სტატუსი დაუბრუნა
ტრამპმა ჰუსიტებს ტერორის სტატუსი დაუბრუნა
2233842

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იემენში ირანის მხარდაჭერილ ჰუსიტებს დაუბრუნა ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი, რომელიც ჯო ბაიდენის მმართველობის დროს იყო მოხსნილი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი სხვადასხვა გზით ავრცელებს ტერორისტულ აქტივობებს რეგიონში, განსაკუთრებით წითელი ზღვის გემებზე თავდასხმების გამო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა 30 დღის განმავლობაში ოფიციალურად დაუბრუნოს ჰუსიტებს ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი.