გაერო ჰაიტის მიმართ მოწოდებას აკეთებს
გაერო ჰაიტის მიმართ მოწოდებას აკეთებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰაიტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მარია იზაბელ სალვადორმა გაეროს უშიშროების საბჭოზე ჰაიტის სხდომაზე წევრ ქვეყნებს აცნობა მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციის შესახებ.
სალვადორმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში 6 მილიონზე მეტი ადამიანი (მოსახლეობის თითქმის ნახევარი) საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა, რომლის ნახევარზე მეტი ბავშვებია.
გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობები გადაჭედილია, არ აქვთ სასმელი წყლის, სანიტარული პირობებისა და განათლების ხელმისაწვდომობა. სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემა მოსახლეობის 48%-ს შეეხო.
სალვადორმა მოუწოდა დონორებს 908 მილიონი დოლარის გამოყოფისკენ.
ჰაიტი წლებია პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისს განიცდის. 11 მილიონიანი მოსახლეობა შიმშილის საფრთხის წინაშეა. დედაქალაქის 80% შეიარაღებული დაჯგუფებების კონტროლქვეშაა.