ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

2232939
ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ძლიერი წვიმების გამო გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, პირველადი მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა.

ეროვნული კატასტროფების ცენტრის განცხადების თანახმად, კუნძულ იავაზე ძლიერი წვიმების გამო წყალდიდობა და მეწყერი მოხდა.

განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ცუდმა ამინდმა და რთულმა რელიეფმა შეანელა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, პირველადი მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა და 8 ადამიანის დაკარგულად ითვლება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კატასტროფის შედეგად დაშავებული 11 ადამიანის მკურნალობა გრძელდება ახლომდებარე საავადმყოფოებში.

ინდონეზიაში სეზონური წვიმები, რომლებიც ოქტომბრიდან მარტამდე შეიძლება გაგრძელდეს, ხშირად იწვევს წყალდიდობებს და მეწყერებს.

ინდონეზიის მთავრობამ განაცხადა, რომ სურს გადაიტანოს ყოფილი დედაქალაქი ჯაკარტა მისი 10 მილიონიანი მოსახლეობის, ყოველწლიური წყალდიდობების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების, ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და გრუნტის წყლების ჭარბი მოხმარების გამო, რაც იწვევს ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილების სწრაფ დაძირვას.



მსგავსი ინფორმაციები