ხანძარი მოხუცთა თავშესაფარში
არის მსხვერპლი

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ბარაევოს რაიონში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა.
შრომის, დასაქმებისა და სოციალურ საქმეთა მინისტრმა ნემანია სტაროვიჩმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბელგრადის ბარაევოს რაიონში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი ღამის საათებში გაჩნდა.
სტაროვიჩის თქმით, პირველადი მონაცემებით, ხანძარი შესაძლოა განზრახ დაწვას უკავშირდებოდეს.
სტაროვიჩმა აღნიშნა, რომ მოხუცთა თავშესაფარს ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და განაცხადა: „ხანძარში 8 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ხანძრიდან გადარჩენილებისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ადგილი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრიდან 13 ადამიანი გადაარჩინეს, რას შეეხება მოხუცთა თავშესაფარს, დაახლოებით 30 ადამიანი ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი სრულად ჩააქრეს.