რობერტ ფიცო დღეს ანკარაში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს
რობერტ ფიცო დღეს ანკარაში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს
2232229

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და თავისი დელეგაცია დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევიან.
სტუმარ პრემიერ-მინისტრს დედაქალაქ ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ცერემონიით დახვდება.
შემდეგ გაიმართება ორმხრივი და დელეგაციებს შორის შეხვედრები.
შეხვედრაზე განიხილავენ თურქეთსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო ნაბიჯებს.
ასევე მოხდება მოსაზრებების გაცვლა თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ჩათვლით აქტუალურ რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე.
ლიდერები შეხვედრების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
საღამოს კი ფიცოს პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართება.