რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?

რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?

2232497
რა გავლენა იქონია ისრაელ-ჰამას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ანკარამ?

ჰამასის პოლიტბიუროს წევრმა მუჰამედ ნაზალმა განაცხადა, რომ თურქეთს უდიდესი გავლენა ჰქონდა კატარის დედაქალაქ დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევაზე.

ნაზალმა დოჰაში, ჰამასის პოლიტბიუროს ოფისში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის ახლოს იყო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან და დასძინა:

„თურქეთი არასდროს ყოფილა ამ მოლაპარაკებებისგან შორს და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ახლოდან აკვირდებოდნენ პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ჰქონდა პრეტენზიები თურქეთის აქტიურ როლთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თურქეთი გარკვეულწილად უნდა ყოფილიყო პროცესში ჩართული“.

ნაზალმა ხაზი გაუსვა თურქეთის გავლენას ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევაზე და განაცხადა: „თურქები, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მუდმივად და მტკიცედ აკვირდებოდნენ მოლაპარაკებებს და მუდმივად ადევნებდნენ თვალს მოვლენების განვითარებას. მათი გავლენა მოლაპარაკებებზე და მიღწეულ შეთანხმებაზე ძალიან დიდი იყო“.



მსგავსი ინფორმაციები