ისრაელ-ჰამასის ტყვეთა გაცვლის პირველი ეტაპი განხორციელდა

ისრაელ-ჰამასის ტყვეთა გაცვლის პირველი ეტაპი განხორციელდა

2232224
ისრაელ-ჰამასის ტყვეთა გაცვლის პირველი ეტაპი განხორციელდა

ისრაელმა ჰამასთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

მას შემდეგ, რაც ჰამასმა ისრაელთან დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში 3 ისრაელელი ტყვე გაათავისუფლა, ისრაელისგან მოსალოდნელი ნაბიჯი გადაიდგა.

ჰამასის მიერ გათავისუფლებული 3 ისრაელელი ტყვის სანაცვლოდ, დასავლეთ სანაპიროზე, რამალას ქალაქთან მდებარე ოფერის სამხედრო ციხიდან 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

პალესტინური მედიის ცნობით, გათავისუფლებული პატიმრებიდან 69 ქალი, 20 ბავშვი და ერთი ახალგაზრდა იყო. გათავისუფლებული პალესტინელებიდან 78 ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან, ხოლო 12 ოკუპირებული აღმოსავლეთ იერუსალიმიდან იყო.

ჰამასის სამხედრო ფრთა, „იზ ად-დინ ალ-ყასამის ბრიგადამ“, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 3 ისრაელელი ტყვე გაათავისუფლა.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გათავისუფლებული ტყვეები ისრაელში ჩავიდნენ.

ამის შემდეგ, ყველას ყურადღება მიპყრობილი იყო ისრაელზე, რომელმაც შეთანხმების ფარგლებში პირველ ეტაპზე 90 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება იკისრა.



მსგავსი ინფორმაციები