სამხედრო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ13 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება

სამხედრო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ დადასტურდა 13 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება

2231614
სამხედრო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ13 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება

კუბაში 8 იანვარს სამხედრო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ დადასტურდა 13 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება, რომლებთანაც კავშირი ვერ მყარდებოდა.

კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ჰოლგინის პროვინციის მელონესის რაიონში მდებარე საწყობში მომხდარ აფეთქებას 13 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კანელმა ხაზი გაუსვა, რომ ღრმა მწუხარებას განიცდიან მომხდარის გამო და განაცხადა: „ღრმად განვიცდით გმირულად დაღუპული ოფიცრების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გარდაცვალებას. დიდი პატივისცემით მოვიხსენიებთ მათ და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს“.

რევოლუციური შეიარაღებული ძალების სამინისტროს (Minfar) განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფეთქების შემდეგ, ინტენსიური მცდელობების მიუხედავად, შეუძლებელი იყო უბედური შემთხვევის ადგილზე მისვლა.

განცხადებაში, რომელშიც სამძიმარი გამოეცხადა სამხედროების ოჯახებს, აღინიშნა, რომ შემთხვევა გამოძიებული იქნება.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი უკავშირდება ელექტრულ გაუმართაობას, რომელიც გამოწვეული იყო მოკლე ჩართვით დანადგარში.



მსგავსი ინფორმაციები