რუსეთი ახლო აღმოსავლეთის დატოვებას არ აპირებს

რუსეთი ახლო აღმოსავლეთის დატოვებას არ აპირებს

2230649
რუსეთი ახლო აღმოსავლეთის დატოვებას არ აპირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მათ სურთ დაეხმარონ სირიაში სიტუაციის გაუმჯობესების ინიციატივებს და აღნიშნა: „ჩვენ არ ვტოვებთ ახლო აღმოსავლეთს“.

სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა რუსული დიპლომატიის საქმიანობა 2024 წელს.

სირიის სიტუაციის განხილვისას ლავროვმა განაცხადა: „ჩვენ არ ვტოვებთ ახლო აღმოსავლეთს. სირიაში გარკვეული მოვლენები მოხდა. ამის მიზეზი იყო პოლიტიკური პროცესის შეფერხება 10 წლის განმავლობაში. არსებობდა სურვილი, რომ არაფერი შეცვლილიყო“.

ლავროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ „აშშ ოკუპირებას უკეთებს სირიის აღმოსავლეთ ტერიტორიებს“, აღნიშნა: „ამ რეგიონში ნავთობის საბადოებია. ამ რეგიონიდან მოპოვებული რესურსები გამოიყენება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში სეპარატისტული ელემენტების მხარდასაჭერად“.

სერგეი ლავროვმა შეახსენა, რომ სირიის ქურთებს შესთავაზეს „დამასკოსთან ურთიერთობის დამყარება“ და დასძინა:

„მათ ეს არ მოისურვეს. ისინი ამბობდნენ, რომ იქ ამერიკელები იქნებოდნენ და ნახევრად სახელმწიფოს შექმნიდნენ. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით მათთვის აგვეხსნა: თურქეთი და ერაყი არ დაუშვებენ ქურთული სახელმწიფოს შექმნას. ჩვენ მხარს ვუჭერდით ქურთების უფლებების განხილვასა და დაცვას სირიაში, ერაყში, ირანსა და თურქეთში. ერთის მხრივ დამასკო, მეორე მხრივ ქურთები, არ იყვნენ მოლაპარაკებების მომხრენი“.

რუსმა მინისტრმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სირიის საკითხზე შექმნილ პლატფორმებს შორის სუსტ ურთიერთქმედებაზე, აღნიშნა: „ამგვარად შეიქმნა სიცარიელე და მოხდა აფეთქება. საჭიროა რეალობის აღიარება“.

ლავროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ მათი ქვეყნის საელჩო დამასკოში აგრძელებს მუშაობას და კონტაქტებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, დასძინა: „გვსურს სასარგებლო ვიყოთ სირიაში სიტუაციის გაუმჯობესების ინიციატივებში. ამისთვის საჭიროა ყოვლისმომცველი დიალოგი სირიის ყველა პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური ძალისა და ყველა გარე ძალის მონაწილეობით. მე ვისაუბრე თურქ და სპარსეთის ყურის ქვეყნების კოლეგებთან. ისინი მხარს უჭერენ ამ პროცესში რუსეთის, ჩინეთის და ირანის ჩართვას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“.



მსგავსი ინფორმაციები