ისრაელის საჰაერო იერიში ლიბანზე

ისრაელის საჰაერო იერიში ლიბანზე

2229629
ისრაელის საჰაერო იერიში ლიბანზე

ისრაელის არმიამ საჰაერო იერიშები მიიტანა ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე ბაალბექის ქალაქის შემოგარენზე.

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა დაბომბეს ტერიტორიები ბაალბექის რაიონის ჯინტას დასახლების მახლობლად.

ისრაელის არმიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე მათ საჰაერო დარტყმები მიაყენეს ჰეზბოლას რამდენიმე ობიექტს ლიბანში.

ლიბანსა და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა 2024 წლის 27 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე.

შეთანხმების მეორე მუხლში ნათქვამი იყო: „ლიბანის მთავრობა ხელს შეუშლის ჰეზბოლას ან ლიბანის ტერიტორიაზე მყოფ სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს განახორციელონ რაიმე ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ, ხოლო ისრაელი არ განახორციელებს რაიმე სამხედრო თავდასხმას ლიბანში სამოქალაქო, სამხედრო ან სახელმწიფო ობიექტებზე ხმელეთიდან, ზღვიდან ან ჰაერიდან."

შეთანხმების თანახმად, ლიბანის არმია 60 დღის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა განთავსდეს სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ისრაელს აქვს ოკუპირებული.


საკვანძო სიტყვები: #იერიში , #ისრაელი , #ლიბანი

მსგავსი ინფორმაციები