განაში ქოლერას ეპიდემია

განაში ქოლერას ეპიდემია

2229911
განაში ქოლერას ეპიდემია

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა განაში ქოლერის ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.

განას ჯანდაცვის სამსახურის (GHS) წერილობითი განცხადების თანახმად, 2024 წლის ოქტომბრიდან ქოლერის ეპიდემია ქვეყნის 5 პროვინციაში განაგრძობს გავრცელებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პროვინციებში დაფიქსირებულია ქოლერაზე საეჭვო 4,850 შემთხვევა, ხოლო ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მთავრობა აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას ეპიდემიის წინააღმდეგ და აღნიშნულია, რომ დედაქალაქ აკრაში ეპიდემიის გამო 41 ადამიანი იმყოფება მკურნალობის ქვეშ.

ქოლერა, რომელსაც იწვევს საკვებითა და წყლით გადამდები „ვიბრიო“ ბაქტერია, იწვევს დიარეას და შესაბამისად, ორგანიზმში წყლის დაკარგვას. დაავადება შეიძლება სასიკვდილო იყოს, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა.


საკვანძო სიტყვები: #ქოლერა , #ეპიდემია , #განა

მსგავსი ინფორმაციები