გაერო მზადაა მხარი დაუჭიროს სირიასა
გაერო მზადაა მხარი დაუჭიროს სირიასა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს სირიას გამოწვევებთან გამკლავებაში გარდამავალ პერიოდში, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში გეირ პედერსენმა წერილობითი განცხადება გააკეთა საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართულ სირიის შეხვედრასთან დაკავშირებით.
პედერსენმა აღნიშნა, რომ რიადის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფეისალ ბინ ფარჰანის მოწვევით და მიესალმა სირიის ხალხის მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს და სურვილს დაეხმარონ სირიის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებს ამ კრიტიკულ პერიოდში.
პედერსენმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა სირიელების მიერ მართული ინკლუზიური და სანდო გარდამავალი პერიოდის საჭიროებას და რეალურ საერთაშორისო ვალდებულებას, რათა სირიის ხალხმა მშვიდობიანად მართოს ეს გარდამავალი პერიოდი და აღადგინოს თავიანთი ქვეყანა. მან დასძინა: „კვლავ დავადასტურე, რომ გაერო მზადაა მხარი დაუჭიროს სირიასა და სირიის ხალხს ამ ისტორიულ შესაძლებლობასა და გამოწვევასთან გამკლავებაში“.