აშშ-ში ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

აშშ-ში ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

2229128
აშშ-ში ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა
abd los angeles orman yangini 2025.jpg
los angeles orman yangini.jpg
los angeles orman yangini.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს ანჯელესში მძვინვარე ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.

კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესსა და მის შემოგარენში დღეების განმავლობაში მძვინვარე ხანძრები ახალ ტერიტორიებზე ვრცელდება.

ლოს ანჯელესის რეგიონის სასამართლო-სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, დღეების განმავლობაში მიმდინარე ხანძრების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

ხანძრების შედეგად 10,000-ზე მეტი შენობა დაზიანდა ან მთლიანად გამოუსადეგარი გახდა.

იტონის რაიონში დაახლოებით 14,000 ჰექტარზე გავრცელებული ხანძარი ჯერ კიდევ არ არის კონტროლირებადი, ხოლო პალისადეს რაიონში დაახლოებით 20,000 ჰექტრის ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძრის მხოლოდ 6%-ზე არის კონტროლი დამყარებული.

ლოს ანჯელესის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ქალაქის ვუდლენდ ჰილსის რაიონში დააკავეს პირი, რომელიც სავარაუდოდ ხანძრის გაჩენას ცდილობდა.

ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა რობერტ ლუნამ განაცხადა, რომ პალისადეა და იტონში და მიმდებარე გარკვეულ რაიონებში დღეს ადგილობრივი დროით 18:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდება.

პასადენას მერმა ვიქტორ გორდომ განაცხადა, რომ ამჟამად ევაკუაციის ბრძანების ქვეშ მყოფი მოსახლეობა არ უნდა დაბრუნდეს სახლებში უფლებამოსილთა მიერ შეტყობინების მიღებამდე.

ლოს ანჯელესის რეგიონში დაახლოებით 180,000 ადამიანისთვის გამოცემულია ევაკუაციის ბრძანება, ხოლო 200,000 ადამიანისთვის - ევაკუაციის გაფრთხილება.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები