გებრეისუსმა განაცხადა, რომ ღაზაში 12000-ზე მეტ ადამიანს სჭირდება სამედიცინო ევაკუაცია
გებრეისუსმა განაცხადა, რომ ღაზაში 12000-ზე მეტ ადამიანს სჭირდება სამედიცინო ევაკუაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ღაზაში 12,000-ზე მეტ ადამიანს სჭირდება სამედიცინო ევაკუაცია.
გებრეისუსმა სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება ღაზაში არსებული სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, სადაც 2024 წლის ოქტომბრიდან ისრაელის ინტენსიური თავდასხმები და ბლოკადა მიმდინარეობს.
მან აღნიშნა, რომ ჯანმო და მისი პარტნიორები მხარს უჭერენ ღაზიდან 4 პაციენტის იორდანიაში და 6 პაციენტის აშშ-ში სამედიცინო ევაკუაციას, სადაც ისინი სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.
გებრეისუსმა მოუწოდა ისრაელს გაზარდოს სამედიცინო ევაკუაციების დამტკიცების მაჩვენებელი, დააჩქაროს პროცესი და ნება დართოს ყველა შესაძლო დერეფნისა და სასაზღვრო გადასასვლელის გამოყენებას უსაფრთხო სამედიცინო ევაკუაციებისთვის.