ამერიკის ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკის ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატების კენტუკის, ვირჯინიის, კანზასის, არკანზასისა და მისურის შტატებში ძლიერი თოვლის, ყინვის, ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილიანი შტორმების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
30 შტატში გამოცხადდა „განგაშის მდგომარეობა“ მოსალოდნელი ქარიშხლის გამო და მოსახლეობას ურჩიეს სახლში დარჩენა.
აშშ-ს მასშტაბით გაუქმდა დაახლოებით 1500 ავიარეისი და რამდენიმე სარკინიგზო მარშრუტი, ხოლო 2000 ფრენა გადაიდო.
კენტუკის, ვირჯინიის, კანზასის, არკანზასისა და მისურის შტატებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, მოსალოდნელია, რომ მძიმე ზამთრის პირობები ქვეყნის მასშტაბით 62 მილიონ ადამიანზე იმოქმედებს.
აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) თანახმად, აღნიშნულ რეგიონებში მოსალოდნელია „ბოლო 10 წლის ყველაზე ძლიერი თოვა“.