ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2221900
ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს განხილული იქნა თურქეთ-საფრანგეთის ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, ასევე გამოხატა კმაყოფილება საფრანგეთის მიერ სირიაში საელჩოს ხელახლა გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ დაწყებულია სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების სამუშაოები, ხოლო სირიელების ქვეყანაში დასაბრუნებლად საჭიროა მდგრადი პირობების შექმნა. ამასთან, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობა რეკონსტრუქციისა და აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად.



მსგავსი ინფორმაციები