რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2217693
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ ჩარლზ ბრაუნს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სატელეფონო საუბარი 27 ნოემბერს გაიმართა.

საუბარი რუსული მხარის მოთხოვნით შედგა, რომლის დროსაც აშშ-ს მხარეს ინფორმაცია მიეწოდა რუსული ჯარების მაღალი სიზუსტის რაკეტების სამხედრო წვრთნების შესახებ, რომელსაც ისინი ხმელთაშუა ზღვაში გამართავენ.

აღინიშნა, რომ საუბრის მიზანი იყო თავიდან აეცილებინათ შესაძლო ინციდენტები აშშ-სა და ნატოს გემებთან, რომლებიც სავარჯიშო ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.

ადრე იყო ცნობილი, რომ რუსეთი 1-3 დეკემბრის პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავდა, რომლის დროსაც მაღალი სიზუსტის რაკეტებს გამოიყენებდა.



მსგავსი ინფორმაციები